არავის ეგონოს რომ ეს ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი იქნება — თურნავა შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქებაზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას თქმით, ქვეყანაში თუ გარკვეული ლიბერალიზაცია იქნება ვაჭრობასთან მიმართებაში, ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი.
"ჩვენ დილითაც გვქონდა უწყებათაშორისი საბჭო და ვმსჯელობდით, გავაგრძელებთ დღესაც, ხვალაც ამ საკითხებზე მსჯელობას. იცით, რომ ძალიან დინამიური ვითარებაა პანდემიასთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთიდან ახალი შეტყობინება მივიღეთ, ამაზეც უნდა ვიფიქროთ. ზოგადად უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რისკები არის საკმაოდ მაღალი, ამიტომ დამატებითი დრო დაგვჭირდება საბოლოო გადაწყვეტილებამდე. იმ დღეებშიც კი, თუ მოხდა გარკვეული ლიბერალიზაცია ვაჭრობასთან მიმართებაში, არავის ეგონოს რომ ეს ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი იქნება, არავითარ შემთხვევაში", — ამბობს თურნავა.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები გაამკაცრა.
28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
- 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე — 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე — 6 იანვრის ღამე;
- მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის — რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
- რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, დელივერი, დრაივი);
- ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
- ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება — დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით;
- სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში — და სათხილამურო კურორტები — ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
- იზღუდება თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
- სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
- ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
- სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
- კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
სათხილამურო კურორტეზე ასევე:
- სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
- ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
24 დეკემბერი — 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:
ქვეყნის მასშტაბით:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვარი — 15 იანვრის პერიოდში
ქვეყნის მასშტაბით:
- ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
- აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
- არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
16 იანვარი — 31 იანვარი
ქვეყნის მასშტაბით:
- აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
- შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
- სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
- საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
- სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
- დელივერსა და გატანის სერვისებს;
- სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
- ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
- აგრარული ბაზრობის მუშაობას
- და სხვ.
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის, ტაქსით) გადაადგილება.
26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 და გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ 118 690 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 98 781 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 — გარდაიცვალა.
ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავამუშავოთ მრავალჯერადი პირბადეები
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე? როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე?
გადახედვა
-
ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა
გადახედვა
-
ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი
გადახედვა
-
მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ
გადახედვა
-
ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს?
-
სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
-
შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
"ირაკლი კობახიძის ინიციატივის გათვალისწინებით" "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" კვერცხზე ფასს 5%-ით ამცირებენ "ირაკლი კობახიძის ინიციატივის გათვალისწინებით" "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" კვერცხზე ფასს 5%-ით ამცირებენ
გადახედვა
-
სპორტსმენები პენისებს "იზრდიან"? — სკანდალი ზამთრის ოლიმპიადის წინ სპორტსმენები პენისებს "იზრდიან"? — სკანდალი ზამთრის ოლიმპიადის წინ
გადახედვა
-
სრიალებ ახლა, იხდი მერე სრიალებ ახლა, იხდი მერე
-
"ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ში ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ "ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ში ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
გადახედვა
-
გოგი გვახარია: არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს გოგი გვახარია: არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს
გადახედვა
-
PC Room საუკეთესო და სანდო არჩევანი PC Room საუკეთესო და სანდო არჩევანი
-
"აი ფაქტი": ყულევში უკრაინის მიერ სანქცირებული გემი დგას — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გამოხმაურება "აი ფაქტი": ყულევში უკრაინის მიერ სანქცირებული გემი დგას — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გამოხმაურება
გადახედვა
-
დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით — საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით — საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა
-
Bybit Card-ის მფლობელებს ვალენტინობის დღეს City Mall-ში 50%-იანი ქეშბექი ელოდებათ Bybit Card-ის მფლობელებს ვალენტინობის დღეს City Mall-ში 50%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
რუსეთში კომიკოს არტემი ოსტანინს ხუმრობისთვის 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთში კომიკოს არტემი ოსტანინს ხუმრობისთვის 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს
გადახედვა
კომენტარები