თბილისში რამდენიმე კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება.

უწყების ცნობით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არარეგისტრირებული საზოგადოებრივი კვების ობიექტები გამოავლინეს, რომლებიც საქმიანობას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით ეწეოდნენ.

"არაგეგმური შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები გ. კ. (მის: ტრანსპორტის ქ. N1), ც.ქ. (მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორია) , ნ.კ. (მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორია)- არ იყვნენ რეგისტრირებულნი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავდროულად, კვების ობიექტებში დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები (სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია)", — იტყობინება სეს-ი.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.