"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ყურადღება მომავალი წლისთვის პენსიების ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მან კაკაურიძეს 60-70 წლის ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის 20-ის ნაცვლად 30 ლარით მატების ინიციატივით მიმართა. როგორც ზაზა ლომინაძემ განაცხადა, თუკი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების 8.4%-იანი მატება იგეგმება, სასურველია, პენსიონერებისთვისაც მსგავსი ზრდა იყოს.
"60-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის პენსია მხოლოდ 20 ლარით იმატებს, რაც პრაქტიკულად არსებული პენსიის 5,4%-ია. ჩვენი კომიტეტის ყველა წევრის სახელით გეტყვით, რომ სასურველი იქნება, მინიმუმ 30 ლარით მოხდეს მატება და მინიმალური პენსია ქვეყანაში იყოს 400 ლარით განსაზღვრული.
ჩვენ გვესმის, რომ თქვენ არაერთხელ ბრძანეთ, რომ პენსიის 10 ლარით მომატება ნიშნავს ბიუჯეტის 100 მილიონ ლარს, ეს ძალიან დიდი მოცულობაა. მაგრამ თქვენ შეძელით და გამოძებნეთ 20 ლარი 70 წლამდე პენსიონერებისთვის – არა მაღალმთიან რეგიონებში ვგულისხმობ – და 60 ლარი — 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია.
მაგრამ თუკი ჩვენ ვახერხებთ და 8,4%-ით ვზრდით სახელმწიფო მოხელეების ხელფასს, ალბათ 5,4%-იანი საპენსიო მინიმალური მატება არ არის საკმარისი და თუკი ჩვენ შევძლებთ და 30 ლარს დავუმატებთ, ეს პრაქტიკულად იქნება დაახლოებით იგივე ციფრებამდე მომატება", — მიმართა გიორგი კაკაურიძეს ზაზა ლომინაძემ.
როგორც პასუხად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, პენსიონერთა რაოდენობა მზარდია, ამიტომაც საჭიროა, ერთი მხრივ, სოციალური და მეორე მხრივ, ფისკალური მიმართულებით სწორი პოლიტიკა.
"პენსიონერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ბოლო ათ წელიწადში დაახლოებით 200 000-ით არის პენსიონერთა რაოდენობა გაზრდილი. მომდევნო წელს დაახლოებით 30 000-ით კიდევ გაიზარდება. ახლა პენსიონერთა რაოდენობა 902 000 იყო, მომდევნო წლის ბოლოს 930 000 მაინც იქნება. ეს მზარდია და რომ არაფერი ვქნათ, პენსიის ხარჯი მაინც გაიზარდება. ამიტომ ფისკალურად მდგრად მოდელზე უნდა წავიდეთ... მზად ვართ ვიმუშაოთ, სწორად უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ერთი მხრივ, სოციალური მიმართულებით სწორი პოლიტიკა იყოს და მეორე მხრივ, იყოს ფისკალურად შენარჩუნებადი", — განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 60-70 წლის ადამიანებისთვის პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულებისთვის 60 ლარით იზრდება.
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
-
კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
კომენტარები