2024 წელს დაბრუნების შემდეგ, Victoria’s Secret-მა ბოლო ორი ჩვენება ნიუ-იორკში გამართა, ახლა კი დაადასტურა, რომ წლევანდელი ღონისძიება 18 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში ჩატარდება. შოუს ზოგიერთი დეტალი — მათ შორის მოდელების სრული შემადგენლობა — ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მაინც გვაქვს.

აი, ყველაფერი, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი:

დადასტურებულია, რომ ჩვენებაში მონაწილეობას შემდეგი მოდელები მიიღებენ: ჯიჯი ჰადიდი, პალომა ელესერი, იმან ჰამამი, ანოკ იაი, ქენდის სვეინპოლი, ეშლი გრემი, ები ჩემპიონი, ალექს კონსანი და დევინ გარსია.

Victoria’s Secret-მა ჰადიდის დაბრუნება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოკლე ვიდეოთი აღნიშნა. ვიდეოში ჯიჯი ამბობს: "ჩასხედით, ანგელოზებო, ლოს-ანჯელესში მივდივართ!" და კამერას კოცნას უგზავნის.

რამდენიმე დღის შემდეგ ბრენდმა ელესერის კადრები გააზიარა, წარწერით: "Victoria’s Secret-ის ჩვენების სანახავად კიდევ ერთი მიზეზი გსურთ? შოუში პალომა მიიღებს მონაწილეობას".

დანარჩენი მოდელების ვინაობა ჩვენებამდე, ნელ-ნელა გახდება ცნობილი.

Victoria’s Secret-ის წლევანდელ შოუს მუსიკალურად Katseye, Megan Thee Stallion, ტეიტ მაკრეი და მეგან მორონი გააფორმებენ.

ფანებს შოუს პირდაპირი ეთერის ყურება Victoria’s Secret-ის YouTube არხსა და სოციალური მედიის პლატფორმებზე, საქართველოს დროით 19 ოქტომბერს, დილის 3:30-ზე შეუძლიათ.