კარგი სახელი სიმდიდრეს სჯობიაო, უთქვამთ და ეს ანდაზა "სახელის" სხვა მნიშვნელობითაც სრული სიმართლეა. სწორედ ამიტომ, მომავალ მშობლებს ხშირად რამდენიმე თვეც კი არ ჰყოფნით ხოლმე შვილის სახელის მოსაფიქრებლად. ერთ დროს უსაზღვროდ პოპულარული სახელების მქონე ბავშვებს — გიორგის, მარიამს თუ სხვას — ახალ თაობაში უფრო ნაკლებად შეხვდებით, მაგრამ ჯერჯერობით ეს იმას არ ნიშნავს, რომ, მაგალითად, დავითების მრავალათასიან არმიას რამე ემუქრება... ამ ქვიზში კი ალბათ ინტუიციის იმედად მოგიწევს, გამოიცნო, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ჩვენთან.

ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია

ტესტის დაწყება
იტვირთება...
ერთი წუთით...

თუ სხვადასხვა საინტერესო თემაზე მეტის გაგება, შენი ცოდნის გამოცდა ან უბრალოდ გართობა გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ქვიზიც და...

შენიშვნა: ქვიზის შედგენისას ვიხელმძღვანელეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით. სახელები, რომლებსაც სახელობითი ბრუნვის ნიშანი ერთვის, გაერთიანებულია ნიშნის გარეშე მითითებულ სახელებთან: მაგალითად, დავითი და დავით; მაგრამ მხედველობაში არაა მიღებული კნინობით-ალერსობითი ფორმები. პასუხების უკუკავშირში მოცემული სტატისტიკა წარმოდგენილია დამრგვალებულ რიცხვებად.