სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იმ პატიმრის საქმე გამოეხმაურა, რომელიც მე-6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ომბუდსმენ ამბობს, რომ საქმე შეისწავლეს და ფიზიკური ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ნახეს, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე კი პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

"პატიმრის საქმე, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი. მათ შორის მოვითხოვეთ მასალების დაარქივება და ვნახეთ ვიდეო-ჩანაწერები. ფიზიკური ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რაიმე სახის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება", — აცხადებს ლევან იოსელიანი. კომენტარს "ტვ პირველი" ავრცელებს.


შეგახსენებთ, რომ პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს დარბაზში განაცხადა, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ციხის სამარტოო საკანში ბადრაგმა მასზე სექსუალურად იძალადეს. აუდიოჩანაწერში, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს, პატიმარი ამბობს, რომ "დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს და 10-მა ბადრაგმა თითით გააუპატიურა".

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია და ამ ყველაფერს დეზინფორმაციას უწოდებს.