მთავრობის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში 2026 წლის 22 სექტემბრით დათარიღებულ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პრემიერ ირაკლი კობახიძის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

"ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალური მიღება გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად."

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას დაესწრო, რომელიც 18-28 სექტემბერს გაეროს შტაბ-ბინაში ჩატარდა.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ესაუბრა როგორც აშშ-ის პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს, ასევე სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს და მსოფლიოს სხვა ლიდერებს.