დღეს, თბილისის დროით 14:51-ზე აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 16კმ-ში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იტყობინება.

ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიღრმე 16 კილომეტრი იყო.