ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.1%-ით გაიზარდა და 253.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 68.2% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.8% — საშუალოზე, ხოლო 16.1% — მცირე ბიზნესზე.
საქსტატის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წელს მისი მოცულობა 99.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 2025 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 899.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3.8%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.8% ქალი იყო, ხოლო 56.2% — მამაკაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.7% — საშუალოზე, ხოლო 40.9% — მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 827.2 ათასი კაცი შეადგინა (2024 წელთან შედარებით 3.2 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 22.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა (2024 წელთან შედარებით 12.2%-ით
მეტი).
2025 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2198.4 ლარს გაუტოლდა (2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 173.9 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 712.8 ლარი შეადგინა (2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 111.4 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
• მსხვილი ბიზნესი – 2 497.3 ლარი;
• საშუალო ზომის ბიზნესი – 2 755.6 ლარი;
• მცირე ბიზნესი – 1 507.4 ლარი.
2025 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.5, 11.0 და 9.1%-იანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.6%), მშენებლობის (7.8 %), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.4%) დარგის საწარმოებზეც.
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გადახედვა
-
მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
გადახედვა
-
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა
გადახედვა
-
სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
გადახედვა
-
"ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე "ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე
გადახედვა
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა
-
თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს
გადახედვა
-
"3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა "3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
-
UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა
გადახედვა
-
"თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება? "თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება?
გადახედვა
-
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
-
პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან? პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
-
ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან
გადახედვა
-
Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ
გადახედვა
კომენტარები