"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
ფოტო: პუბლიკა
სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" 2025 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ტელეკომპანიამ ოპერირება 43.1 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. წინა წელთან შედარებით კომპანიის ზარალი 24.7 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 36%-ით შემცირდა. ამასთან, ტელეკომპანიის დაგროვილმა ჯამურმა ზარალმა 497.2 მილიონ ლარს მიაღწია.
2025 წლის ფინანსური ანგარიშის შესახებ ცნობებს BMG ავრცელებს.
მათი ცნობით, "ტელეიმედის" შემოსავალმა 2025 წელს 46.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ძირითადი ნაწილი, 46.1 მილიონი ლარი, რეკლამიდან მიღებული შემოსავალი იყო. რეკლამიდან მიღებული თანხა 2024 წელთან შედარებით 7.2 მილიონი ლარით გაიზარდა. მთლიანმა შემოსავალმა, სხვა შემოსავლის ჩათვლით, 47.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის 40.1 მილიონ ლართან შედარებით 19%-იანი მატებაა. ანგარიშგების თანახმად, შემოსავლების ზრდაზე ასევე იმოქმედა საკუთარი წარმოების სერიალის ჩვენების უფლების რეალიზაციამ, თუმცა კომპანია აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის შემოსავლები, როგორც წესი, რეგულარული ხასიათის არ არის.
2025 წელს "ტელეიმედის" ძირითადი ხარჯები ასე ნაწილდებოდა:
841 დასაქმებულის პერსონალის ხარჯები — 40.5 მილიონი ლარი;
ფინანსური ხარჯები — 25.5 მილიონი ლარი;
სხვა ხარჯები — 24.7 მილიონი ლარი;
ცვეთა და ამორტიზაცია — 6.7 მილიონი ლარი;
სავაჭრო და სხვა მოთხოვნების გაუფასურების ხარჯი — 6.6 მილიონი ლარი.
პერსონალის ხარჯი 2024 წელთან შედარებით 648.6 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო სხვა ხარჯები 5.9 მილიონი ლარით გაიზარდა. ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი 3.1 მილიონი ლარით შემცირდა.
შედარებისთვის, "ტელეიმედის" ზარალმა 2024 წელს 67.8 მილიონი ლარი შეადგინა, 2023 წელს კი 67.8 მილიონი ლარი. ზარალის კლების მიუხედავად, არხის ფინანსური პარამეტრები კვლავ რთულ ვითარებაშია, რადგანაც ტელეიმედი ფაქტობრივად ყოველწლიურად ზარალს განიცდის და დაგროვილმა ზარალმა 2025 წლის ბოლოს 497.2 მილიონ ლარს მიაღწია. მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის გათვალისწინებით არხის საოპერაციო ხარჯები ძირითადად დაკავშირებული მხარეებისგან მიღებული კრედიტებით ფინანსდება.
მენეჯმენტის განმარტებით, კომპანიის საქმიანობის გაგრძელება დამოკიდებულია დაფინანსებაზე, ფინანსური სახსრების ხელმისაწვდომობასა და მოზიდვაზე და შემოსავლების გენერირებაზე. ამასთან, აუდიტორმა ფუნქციონირებად საწარმოსთან დაკავშირებით „არსებითი განუსაზღვრელობა“ გამოყო.
ანგარიშგების მიხედვით, 2025 წლის ბოლოს კომპანიაში საშუალოდ 841 ადამიანი იყო დასაქმებული, მაშინ როცა 2024 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 880 ადამიანს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ "ტელეიმედს" ბრიტანეთმა სანქციები 2026 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ "განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების" გამო დაუწესა.
სანქციების დაწესებამდე 18 დღით ადრე, 6 თებერვალს, კომპანიის მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ "იმედისა" და მისი მფლობელი კომპანიის წილების გასხვისების შესახებ განაცხადა. გარიგების შედეგად "ტელეიმედის" მფლობელი კომპანია "პრაიმ მედია გლობალმა" 1000 ლარად შეიძინა.
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
გადახედვა
-
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გადახედვა
-
მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
გადახედვა
-
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა
გადახედვა
-
სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
გადახედვა
-
"ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე "ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე
გადახედვა
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა
კომენტარები