შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
ფოტო: nasp.gov.ge
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, არაერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები, მიუხედავად
ორგანიზატორებისთვის წინასწარ მიწოდებული განმარტებებისა და მითითებისა, კვლავ გეგმავენ შეკრების გამართვას რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია ადგილზე არსებული გარემოებებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ.
"როგორც უკვე არაერთგზის განემარტათ აქციის ორგანიზატორებს, ევროპის მოედანსა და რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, "თბილისობა 2026"-ის ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს დაწყებული აქვთ ღონისძიებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი "თბილისობა 2026"-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს ახორციელებენ.
ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეები არ მიუახლოვდნენ რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლა და გადაადგილება უსაფრთხოების მომეტებულ რისკებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, გაითვალისწინონ ადგილზე არსებული ვითარება, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხელი არ შეუშალონ მიმდინარე სამუშაოებს და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
პოლიცია ადგილზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას", — წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" რიყის პარკში, ამფითეატრთან, საპროტესტო აქცია დღეს, 17:00 საათიდან აქვს დაგეგმილი.
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
გადახედვა
-
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გადახედვა
-
მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
გადახედვა
-
საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა
გადახედვა
-
სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
გადახედვა
-
"ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე "ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე
გადახედვა
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა
კომენტარები