"ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ. იმ გამარჯვებით წერტილი დაესვა იმ წლობით არსებულ ძალადობას ქართველ ხალხზე, პატიმრებზე, ბიზნესის რეკეტს. წერტილი დაესვა ეროვნული ინტერესების შენახვას, ეკლესიისა და, ზოგადად, ჩვენი ისტორიის, კულტურის შელახვას. პირველი ოქტომბერი ეს არის სიკეთის, ერთიანობის გამარჯვება დაქუცმაცებულ საქართველოზე, გათითოკაცებულ საზოგადოებაზე, რომელიც შექმნა სააკაშვილის რეჟიმმა."
კომენტარები