Google Analytics-ის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდზე 2.3 მილიონი გვერდის ნახვა დაფიქსირდა, ეს რიცხვი აგვისტოსთან შედარებით 1.2%-ითაა გაზრდილი.

სექტემბერში უშუალოდ რედაქციების — NEWS.On.ge-ის, On.ge-ის და NEXT.On.ge-ის ვებგვერდზე განთავსებული კონტენტი (სტატიები, ქვიზები და ახალი ამბები და ა.შ.) 754 000-ჯერ წაიკითხეს, ნახვების დარჩენილი ნაწილი On.ge-ის მთავარ გვერდსა და პლატფორმებზე: Teoria.on.ge-სა და Spell.on.ge-ზე მოდის. შეგახსენებთ, რომ Teoria.on.ge მომხმარებლებს მართვის მოწმობის გამოცდისთვის მომზადებაში ეხმარება, ხოლო Spell.on.ge – მართლწერაში.

გარდა ამისა, სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 1.5 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, რედაქციებს კი — 483 000. ეს რიცხვები წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით და 4.1%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება იმას, რომელი ქვეყნებიდან კითხულობენ On.ge-ის, სექტემბერში პლატფორმას ყველაზე მეტი მომხმარებელი საქართველოში, სინგაპურსა და ჩინეთში ჰყავდა. სექტემბერში On.ge-ის საქართველოდან 256 000 მომხმარებელი ეწვია, სინგაპურიდან — 92 000, ჩინეთიდან — 41 000, ნიდერლანდებიდან — 29 000, ჰონკონგიდან — 20 000, აშშ-დან კი — 14 000.

რაც შეეხება სოციალურ პლატფორმებს, 2026 წლის სექტემბერში Facebook-ზე News.On.ge-ის ახალი ამბების რედაქციის პოსტებს (ბმული, ქარდი, ფოტო, ვიდეო/რილსი) 1.3 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი გაეცნო და მათმა ნახვებმა 10.3 მლნ-ს გადააჭარბა. Instagram-ზე ახალი ამბების რედაქციის პოსტებმა 2 მლნ-ზე მეტი ნახვა დააგროვა.

Facebook-ზე "ჟურნალის" რედაქციის (On.ge) კონტენტმა 1.3 მლნ-ზე მეტ მომხმარებლამდე მიაღწია და 12.3 მლნ-ზე მეტი ნახვა დააგროვა. "ჟურნალის" Instagram-ის გვერდზე კი კონტენტს 4.3 მლნ-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.

Facebook-ზე NEXT.On.ge-ის რედაქციის პოსტებს 0.5 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი გაეცნო, ნახვების რაოდენობამ კი 2.6 მლნ-ს გადააჭარბა. Instagram-ზე ამავე რედაქციის პოსტებმა 1.2 მლნ-ზე მეტი ნახვა დააგროვა.