ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
ფოტო: თეგეტა
ლექციების ნაცვლად რეალური ტექნიკა: 12-14 წლის მოზარდები სერვისცენტრებსა და საწარმოო გარემოში აღმოაჩენენ, როგორ მუშაობს ძრავა, ელექტრომობილი და მძიმე ტექნიკა
"ჯერ გამოცდილება, შემდეგ სწავლა", — ასეთია პრინციპი, რომელსაც თეგეტა აკადემიის სრულიად ახალი საგანმანათლებლო პროექტი ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა ეფუძნება. ეს არის ავტოინჟინერიის კურსი 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, საწარმოო გარემოში, გლობალურ ბრენდებთან ერთად, აღმოაჩინონ, თუ როგორ მუშაობს ავტომობილი და ინჟინერიის სამყარო. კურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
თეგეტა აკადემიას ინოვაციური პროექტი არ გულისხმობს ტრადიციულ სასკოლო გაკვეთილებს ან ლექციებს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები ჯერ პრაქტიკაში ტესტავენ მექანიზმებს, ხოლო შემდგომ მათი მუშაობის პრინციპებს თეორიულად სწავლობენ.
ფოტო: თეგეტა
"პროგრამა ბავშვების რეალურ ინტერესზეა აგებული. ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც უყვართ ლეგოს აწყობა, ველოსიპედის დაშლა-აწყობა, ხელსაწყოებით მუშაობა, დიდი მანქანები და ზოგადად ავტომობილები. 12–14 წლის მოზარდებში ეს ინტერესი საკმაოდ განვითარებულია.
თუმცა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა პროფესიული კურსები, სადაც ბავშვები საინჟინრო მიმართულებით საკუთარი ინტერესების შესაბამის ცოდნას მიიღებდნენ. სწორედ ამიტომ შევქმენით საშაბათო სკოლა. აქ ბავშვები ტექნიკურ გარემოში, უშუალოდ პროფესიონალებისგან შეიტყობენ ძრავის, სავალი ნაწილისა და სპეცტექნიკის შესახებ. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, ამ ასაკის ბავშვები უფრო მოწიფულები არიან და უკვე მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი აქვთ ტექნიკური თუ ჰუმანიტარული ინტერესები", — ამბობს ირინა წეროძე, თეგეტა აკადემიის დირექტორი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის საპილოტე სემესტრი 9 შაბათს, ჯამში 27 საათს, მოიცავს. პროგრამა მრავალფეროვან მოდულებად არის დაყოფილი:
- მექანიკა და ძრავები: გადაცემათა სისტემების აწყობა და შიგაწვის ძრავების მუშაობის პრინციპების აღმოჩენა;
- მომავლის ტექნოლოგიები: ეკოლოგია, ელექტრომობილები, სენსორები და ხელოვნური ინტელექტი (AI) ავტომობილებში;
- დიაგნოსტიკა და უსაფრთხოება: გაუმართაობის ძიება მინიშნებებით, დამუხრუჭებისა და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება;
- მძიმე ტექნიკა: მოდული გიგანტების ძალა, რომელიც სპეცტექნიკას ეთმობა. აქ ბავშვები სიმულაციურ აპარატსაც გამოცდიან, რაც მათთვის ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იქნება.
გარდა ამისა, ყოველ შეხვედრაზე გაიმართება თამაში სიტყვების ავტოფარეხი, რომლის ფარგლებშიც მოზარდები ავტონაწილების ქართულ ტერმინოლოგიას შეისწავლიან, რაც ტექნიკური ენის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
"ადრეულ ასაკში ავტოინჟინერიისადმი ინტერესის გაღვივება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ტექნიკურ პროფესიებზე მოთხოვნა ბაზარზე მუდმივად იზრდება. ამ პროგრამით ბავშვებს ვაძლევთ უსაფრთხო ტესტ-დრაივის შესაძლებლობას, რათა თავად აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები მომავალი პროფესიის არჩევამდე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წმინდა ტექნიკური ცოდნის გარდა, პროცესში ბავშვებს უვითარდებათ გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის (Troubleshooting) უნარ-ჩვევები.
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა STEM-მიმართულების პროგრამაა, თუმცა მშობლებისთვის ნაცნობ კოდირებისა და რობოტიკის წრეებს არ ჰგავს. ის ფაქტი, რომ საშაბათო სკოლის მონაწილეები პირისპირ ხვდებიან მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტექნიკასა და სპეციალისტებს, მათთვის უდიდესი მოტივაციაა. პროგრამის უნიკალურობა ისაა, რომ ბავშვები გაიცნობენ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Porsche, Toyota, Volvo, JCB და MAN, და სერვისცენტრებში საკუთარი თვალით ნახავენ სამუშაო პროცესს. ეს არ არის კლასში გავლილი თეორიული კურსი. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ხდება თეგეტას უნიკალური სივრცეები და ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ეს მათთვის განსაკუთრებული გამოცდილება იქნება", — ამბობს ლაშა ჯუღელი, ექსელენს ჰაბის დირექტორი.
კურსის მონაწილეებს თეგეტა აკადემიის ტრენერები, Top Master-ები და ტექნიკური ექსპერტები ასწავლიან.
"აკადემიის გამოცდილი ტრენერები, რომლებიც ზრდასრულებსაც ამზადებენ, თავად მონაწილეობდნენ ყველა მოდულის შემუშავებაში. ამ ასაკობრივ ჯგუფთან სამუშაოდ მათ სპეციალური ტრენინგი გაიარეს. გარდა ამისა, თითოეულ სერვისცენტრში ბავშვებთან პრაქტიკოსი სპეციალისტებიც იმუშავებენ", — აღნიშნავს ირინა წეროძე.
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლაში რეგისტრაცია 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სწავლა კი თეგეტა აკადემიაში 24 ოქტომბერს დაიწყება. პროგრამის ბოლოს, მონაწილეები ბრენდირებულ Tegeta Young Engineer Passport-ს მიიღებენ, რაც დაადასტურებს, რომ მოზარდმა საშაბათო სკოლა გაიარა.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური მიმართულებებით. თეგეტა აკადემია კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
კომენტარები