კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში საჯარო სექტორში ხელფასების 8.4%-იან ზრდასა და პენსიის 20-დან 60 ლარამდე მატებას ეხმაურება.
კახიშვილი წერს, რომ "საქართველოში სახელმწიფო პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის". ამის შემდეგ კი კითხვას სვამს: "დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?".
"საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს. სახელმწიფო სამსახურში პროფესიონალის შრომა სათანადოდ უნდა ანაზღაურდეს. მაგრამ საკვები, გათბობა, ელექტროენერგია, წყალი, ტრანსპორტი, ტანსაცმელი, წამალი და ექიმი მხოლოდ საჯარო მოხელეს არ სჭირდება. იგივე საჭიროებები აქვს პენსიონერსაც. ადამიანის ელემენტარული საჭიროებები პენსიაზე გასვლის დღეს არ ქრება.
ამიტომ საკითხი მხოლოდ ის არ არის, 20 ლარი ცოტაა თუ ბევრი. მთავარი კითხვაა, რამდენი სჭირდება დღეს პენსიონერს მინიმალურად ცხოვრებისთვის და რამდენად პასუხობს ამას სახელმწიფო პენსია?
სწორედ ამ კითხვამ დამაწყებინა საკითხის უფრო ღრმად შესწავლა. Moorepay-ის Global State Pension Report-ის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო პენსია კვლევაში დათვლილი საბაზისო ცხოვრების ხარჯების დაახლოებით 22 პროცენტს ფარავს. ცხოვრების ხარჯების შესადარებლად კვლევა Numbeo-ს მონაცემებს იყენებს და ბინის ქირას ამ გაანგარიშებაში არ ითვალისწინებს. სწორედ აქედან მოდის დაახლოებით 6 ან 7 დღე, რომლითაც ეს წერილი დავიწყე", — წერს კახა კახიშვილის სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ყველასთვის გარანტირებული საბაზისო პენსია უნდა არსებობდეს და გათვალისწინებული იყოს დამატებითი კომპონენტი, რომელიც ოფიციალურ შრომით ისტორიას გაითვალისწინებს.
რატომ იღებს საქართველოში ერთნაირ სახელმწიფო ასაკობრივ პენსიას ადამიანი, რომელმაც 40 წელი ოფიციალურად იმუშავა და გადასახადები იხადა, და ადამიანი, რომელსაც ოფიციალური შრომითი სტაჟი საერთოდ არ აქვს?
...ამ ყველაფრის ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა, უნდა ითვალისწინებდეს თუ არა საქართველოც სახელმწიფო პენსიის ოდენობის განსაზღვრისას ადამიანის მრავალწლიან ოფიციალურ შრომით ისტორიას?
...საბოლოოდ ეს არ არის მხოლოდ 20 ლარის, 60 ლარის ან 8,4 პროცენტის საკითხი. ეს არის კითხვა, როგორ იცავს სახელმწიფო ადამიანს სიბერეში და როგორ ითვალისწინებს მის მრავალწლიან შრომას.
და ბოლოს, ერთი მარტივი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს. დღევანდელი საჯარო მოხელეც, მინისტრიც, დეპუტატიც, კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანიც და ნებისმიერი სხვა დასაქმებულიც ერთ დღეს პენსიონერი გახდება. ამიტომ, როდესაც დღეს ვმსჯელობთ, როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა, მხოლოდ სხვის პრობლემაზე არ ვსაუბრობთ. საკუთარ მომავალზეც ვსაუბრობთ", — წერს კახა კახიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა, რომ 2027 წლიდან ხელფასები 8.4%-ით მოიმატებს საჯარო სექტორში; 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით.
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
კომენტარები