როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
1-ელ ოქტომბერს Apple-მა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე iPhone Duo-თი გადაღებული ექვსი ფოტო გააზიარა. ეს კადრები ამერიკელმა ფოტოგრაფებმა — ჯეიკ მაიკლსმა და ჯეისონ ნოჩიტომ — Apple-ის სპეციალური პროექტის ფარგლებში გადაიღეს.
ახალი iPhone Duo ოთხი კამერით არის აღჭურვილი:
- უკანა 48-მეგაპიქსელიანი ძირითადი Fusion კამერა;
- უკანა 48-მეგაპიქსელიანი ულტრაფართოკუთხიანი კამერა;
- წინა 12-მეგაპიქსელიანი Center Stage კამერა გარეთა ეკრანზე;
- წინა კამერა შიდა ეკრანის ქვეშ.
iPhone Duo-ს ცალკეული ტელეფოტოკამერა არ აქვს. ზოგიერთი მომხმარებლისთვის ეს შეიძლება გადამწყვეტი უარყოფითი ფაქტორიც აღმოჩნდეს. მართალია, მთავარ კამერას ოპტიკური ხარისხით კადრის 2-ჯერ გადიდება შეუძლია, თუმცა ეს iPhone 17 Pro-სა და iPhone 18 Pro-ს უნარებს მაინც ჩამოუვარდება — ამ ორს კადრის 8x-ამდე ოპტიკური ზუმირების ფუნქცია აქვს.
მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, Apple-ის მიერ გავრცელებული ფოტოები აჩვენებს, რომ iPhone Duo-ს მაინც შეუძლია მაღალი ხარისხით გადაღება, განსაკუთრებით კი გამოცდილი ფოტოგრაფების ხელში.
iPhone Duo-ს წინასწარი შეკვეთები პარასკევს, 16 ოქტომბერს, დაიწყება.
კომენტარები