მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე 1-ელ ოქტომბერს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამართულ ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო, ხოლო მისი მხრიდან პაციენტის მიღებაზე უარი უსაფუძვლო იყო, რადგან კლინიკაში ადგილები არსებობდა.
"მან თვითონ, ბატონმა ჯუმბერმა, მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ არავის ეს მისგან არ მოუთხოვია. მოთხოვნა დადგებოდა საკითხის შესწავლის შედეგად, თუკი გაირკვეოდა, რომ კონკრეტულ ბრალეულ ქმედებასთან გვქონდა საქმე. მან დაასწრო მოვლენებს და თვითონ გვითხრა, რომ აპირებდა წასულიყო სამსახურიდან სექტემბრის ბოლოს. ამიტომ, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ცოტა მოულოდნელი იყო ის მოვლენების განვითარება, რომელიც გუშინ ვიხილეთ," — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის განცხადებით, პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა მიუღებელია და ფაქტი სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.
"ბათუმთან დაკავშირებით, ვითარება არის დაახლოებით ასეთი: ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა კლინიკას, თუმცა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად, განაცხადა უარი.
იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც ემერჯენსის განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის დასტურია ის, რომ როდესაც ჩავერიე მე პირადად და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, მხოლოდ ამის შემდეგ აღმოჩნდა შესაძლებელი, იმავე დაწესებულებაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიეღოთ პაციენტი. ოღონდ ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, რადგან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უარს ამბობდა ერთი კონკრეტული ექიმი პაციენტის მიღებაზე. ეს, რა საკვირველია, არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. აბსოლუტურად უმნიშვნელოა იქ, როგორ გააფორმა ეს ყველაფერი, რა მიუთითა. აქ არის მთავარი მომენტი: პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე, როდესაც ექიმი აცხადებს უარს, აბსოლუტურად მიუღებელია და ამას, ბუნებრივია, ყოველთვის შევეწინააღმდეგებით.
ასე რომ, რა თქმა უნდა, ბატონი ჯუმბერისთვის გასაგები იყო, რომ მას მოუწევდა ამაზე პასუხისმგებლობის აღება. მიზეზად დღეს იმის დასახელება, თითქოსდა ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი", — განაცხადა სარჯველაძემ.
1-ელ ოქტომბერს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძის მხარდასაჭერად კლინიკის წინ აქცია გამართეს. მედიკოსები საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით ბოლქვაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.
როგორც სამედიცინო პერსონალი ამბობდა, საქმე ეხება თვეების წინანდელ ფაქტს, როდესაც კლინიკაში ადგილების არარსებობის გამო, პაციენტის მიღება ვერ მოხერხდა. ექიმების თქმით, ბოლქვაძის პასუხი სასწრაფო დახმარების ბრიგადისთვის — "მინისტრთან წაიყვანეთ" — მხოლოდ სიტყვის მასალა იყო და ამის გამო თანამდებობიდან გათავისუფლება უსამართლობაა.
ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ექიმმა სრული სიმართლე თქვა და ის, რომ კლინიკებში საწოლების რაოდენობა საკმარისი არ არის, ქართულ სამედიცინო სივრცეში სიახლე არაა.
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
კომენტარები