19 სექტემბერს ლისის ტბამ მორიგ, რიგით მეოთხე საქველმოქმედო გარბენს უმასპინძლა, რომელიც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას მიეძღვნა და შეგროვებული თანხა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში" გადაირიცხა. ფონდი 2018 წელს "სილქნეტმა" დააფუძნა, რათა იზრუნოს სამშობლოს დამცველ გმირებსა და მათ ოჯახებზე. ფონდის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი ელჩები, დიპლომატები და სამხედრო ატაშეები.

საქველმოქმედო გარბენის ტრადიციას საფუძველი თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ინიციატივით ჩაეყარა. წინა წლებთან შედარებით, სპორტული ღონისძიება განსაკუთრებული მასშტაბურობითა და ხალხმრავლობით გამოირჩეოდა.

ღონისძიების მთვარი სპონსორი იყო კომპანია "სილქნეტი", ორგანიზატორები: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სსიპ თავდაცვის მოხალისე, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაცია და "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი".

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: TKT.GE, ლისის ტბა, TrailLab, შერატონ მეტეხი პალასი, მოგზაური, ჯინო ფარადაისი და Garmin.

დავით მამულაიშვილი — "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა" და "სილქნეტის" გენერალური დირექტორი: მინდა, რამოდენიმე სიტყვით შევეხო მარათონის ისტორიას, თუ როგორ იქცა იგი ტრადიციად და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. მარათონი წელს უკვე ჩატარდა მეოთხედ და შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციის სახე მიიღო. ეს არის, ძირითადად, საქართველოს თავდაცვიის სამინისტროსა და სამხედრო ატაშეთა ასოციაციის დამსახურება, რომლებმაც მოახერხეს და ეს ყველაფერი ტრადიციად აქციეს. სამხედრო ატაშეთა ასოციაციაციის წევრების: ამერიკის შერთებული შტატების, ბრიტანეთის სლოვაკეთის და ლიტვის სამხედრო ატაშეების და თავდაცვის სამინისტროს ძალიან საგულდაგულო მონდომებით და მხარდაჭერით სხვა საელჩოებიდანაც არიან ჩართულები მარათონის პროცესში, საიდანაც ხდება თანხის შეკრება. თანხის შეიძლება კრიტიკოსისთვის გამჩნდეს ისე, რომ არ არის ძალიან დიდი, მაგრამ ჩვენთვის ყოველი ლარი არის ძალიან ძვირფასი და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თვითონ ვეტერანებისთვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედროებისათვის, დაჭრილი მეომრებისათვის, რადგანაც ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ მეომრებს და ვეტერანებს, არამედ, მათ მეუღლეებს, მათ შვილებს და აქედან გამომდინარე, მხარდაჭერის ნებისმიერი გამოხატულება - ეს არის მორალური და არა მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერა და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, როდესაც ამ მხარდაჭერაში მონაწილეობს უცხო ქვეყნების წარმომადგენლები. ეს გაჩვენებს, თუ რამდენად ფასეული იყო შენი მონაწილეობა იმ პროცებში, რაშიც მონაწილეობდი, რასაც ქვია პლანეტაზე დემოკრატიის, მშვიდობის და ზოგადად, ყველა ამ ფასეულობის დაცვა, რომელსაც დღევანდელი განვითარებული კაცობრიობა ემსახურება. ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სამხედრო ატაშეებს, ასოციაციას, ყველა სამხედრო ატაშეს და მონაწილეს, თავდაცვის სამინისტროს. თავდაცვის სამინისტრო ჩართულია ყველა პროცესებში, დაფინანსების პროცესებში და შვილები და მეუღლეების დახმარების პროცესებში და ამიტომ, ვთვლი, რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი, ერთობლივი მცდელობა კიდევ ერთხელ დავუფიქსიროთ დაჭრილ მეომრებს ჩვენი გვერდში დგომა და ვფიქრობ, რომ მომავალშიც მაქსიმალურად ყველანი შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს.

გარბენში ჩაერთვნენ ქართველი სამხედროები, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები, მოხალისეობრივი ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათი ოჯახის წევრები და ბავშვები და სხვა მხარდამჭერები.

მონაწილეებს არჩევანი სამ მარშრუტს შორის ჰქონდათ — 3 კმ-იანი სახალისო გარბენი, 7 კმ-იანი საშუალო საშეჯიბრო დისტანცია და 21.1 კმ-იანი ნახევარმარათონი.

7 და 21.1 კმ-იან დისტანციებზე გამარჯვებულ (I-III ადგილები) ქალებმა და მამაკაცებმა პრიზები გარბენის მხარდამჭერებისგან მიიღეს, რომელიც სპეციალურად მათთვის დააწესეს შერატონ მეტეხი პალასმა, კომპანიებმა Garmin, ჯინო ფარადაისი და მოგზაური. მოგზაურმა სპეციალურ კატეგორიაში დააწესა პრიზები მოხალისეებისთვისაც, რომლებიც აქტიურად ეხმარებოდნენ ორგანიზატორებს მარათონის მსვლელობისას. ლისის ტბის ადმინისტრაცია უკვე მეოთხე წელია უსასყიდლოდ უთმობს ტერიტორიას ამ სპორტულ ღონისძიებას. ასევე, TKT.GE რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას სრულად, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გარეშე რიცხავს “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში, ხოლო კომპანია TrailLab ასევე უფასოდ უწევს მომსახურებას გარბენის დაორგანიზებისთვის ყველა სტანდარტების შესაბამისად.

ფოტო: დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი

TKT.ge-ს მეშვეობით დარეგისტრირებულმა თითოეულმა მონაწილემ (სარეგისტრაციო შენატანი 50 ლარი) მიიღო ბრენდირებული მაისური და სამახსოვრო მედალი. სულ შეგროვდა 15 000 ლარამდე, რომელიც სრულად გადაირიცხა ფონდის ანგარიშზე.

ფონდში წვლილის შეტანა და გმირების მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია:

ვებგვერდი: www.wwsf.ge (საბანკო გადარიცხვით)
საქველმოქმედო ნომერი: 0 901 777 771