მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
მაკო არაბული სოციალურ ქსელში წერს, რომ 11 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობდა, მათ შორის 7 წელი სახალხო დამცველის აპარატში, საიდანაც რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს.
არაბული მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში საჯარო სამსახურში მოხელე ხალხისა და კონსტიტუციის ნაცვლად მმართველი პარტიისა და ხელმძღვანელის წინაშე გახდა ანგარიშვალდებული და ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატშიც ეს მიდგომა დამკვიდრდა.
"11 წელი საჯარო სამსახურში, აქედან 7 წელი — სახალხო დამცველის აპარატში ვიმუშავე, საიდანაც რეორგანიზაციის საბაბით სამსახურიდან გავთავისუფლდი.
ამ წლებმა მომცა უდიდესი გამოცდილება და შესაძლებლობა მემუშავა ისეთ მწვავე პრობლემებზე, როგორიც არის მაგალითად, ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტების, უსახლკარო პირების, პატიმრების, სოციალურად დაუცველების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, შშმ პირების, დევნილების, ორსული ქალების უფლებრივი მდგომარეობა, სასამართლო სისტემის პრობლემები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ კანონმდებლობა და სხვა.
არსებული სასამართლო სისტემის პირობებშიც კი, ჩვენმა კონსტიტუციურმა სარჩელებმა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურმა ამ 11 წლის განმავლობაში გარკვეული ინსტიტუციური განვითარების ეტაპები გაიარა და ნელ-ნელა ყალიბდებოდა მიდგომა, რომ საჯარო მოხელე ხალხისა და კონსტიტუციის წინაშეა ანგარიშვალდებული, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეს მცირე მონაპოვარიც ჩამოინგრა. ისევ დავბრუნდით საბჭოთა მენტალიტეტში, რომ საჯარო მოხელე არა ხალხის, არამედ მმართველი პარტიის ან ხელმძღვანელის წინაშეა ანგარიშვალდებული.
განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის აპარატშიც, ნორმად იქცა ეს მიდგომა.
კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც რეორგანიზაციის საბაბით მოხელეების უკონტროლოდ გათავისუფლება გახადა შესაძლებელი და რომლის არაკონსტიტუციურობაზეც მთელი აპარატი ერთსულოვნად თანხმდებოდა, დღეს სწორედ სახალხო დამცველი აღასრულებს ასე სანიმუშოდ", — წერს არაბული.
მაკო არაბულის სამსახურიდან გათავისუფლებაზე ომბუდსმენს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტმა ჰკითხა. იოსელიანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ უწყებაში "სტრუქტურული რეორგანიზაცია ჩატარდა და ის სტრუქტურული ერთეული, სადაც რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, გაუქმდა".
"თავად მას ასეთი რამ არ დაუწერია, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში არ მადანაშაულებს. ჩატარდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და ის სტრუქტურული ერთეული, სადაც რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, გაუქმდა. მარტო მას არ შეხებია ეს, სხვებსაც შეეხო, რა ვიცი, ჩვეულებრივი ამბავია.
... რა თქმა უნდა, ვიცნობ პირადად, ყველა ჩემს თანამშრომელს ვიცნობ, მაგრამ მასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს რეორგანიზაციას. სტრუქტურული ერთეული გაუქმდა, რამდენიმე ადამიანი ამის გამო განთავისუფლდა", — განაცხადა იოსელიანმა.
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
კომენტარები