თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს.

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ "ქონების მართვის სააგენტოს" მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონიდან ირკვევა, ზიპლაინის იჯარით გადაცემა 5 წლის ვადით გეგმება.

საწყისი ყოველწლიური საიჯარო ქირა - 12 000 ლარი იქნება.

აუქციონი 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე დასრულდება.

ცნობისთვის, კუს ტბაზე არსებული ზიპლაინის სიგრძე 1200 მეტრია, ხოლო დაქანება - 236 მეტრი, რომლის სტარტიც კუს ტბაზე მდებარეობს, ხოლო ფინიშის ხაზი ვაკის პარკია.