საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა და ინვესტირება დღეს ისეთი მარტივია, როგორიც არასდროს. მსოფლიოს უდიდესი კომპანიების თანამფლობელი შეგიძლია პირდაპირ შენი სმარტფონიდან, უმოკლეს დროში გახდე.

ამ პროცესში თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმა დაგეხმარება — ზუსტად ის სივრცე, რომელიც ინვესტირების პროცესს არა მხოლოდ ხელმისაწვდომს, არამედ საინტერესოს და დამწყები თუ გამოცდილი ინვესტორებისთვის მარტივად გასაგებს ხდის.

მოდი, დეტალურად ვნახოთ, რა უპირატესობები აქვს ამ პლატფორმას და რატომ არის ის საუკეთესო არჩევანი როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ინვესტორებისთვის:

წვდომა აშშ-ის და ლონდონის საფონდო ბირჟებზე

ინვესტირებისას მთავარია არჩევანი. თიბისის პლატფორმა პირდაპირ წვდომას გაძლევს მსოფლიოს უმსხვილეს, აშშ-ისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე. აპლიკაციაში შენ თავად ირჩევ, რომელ ბაზარზე გსურს კაპიტალის დაბანდება და სად ხედავ მეტ პოტენციალს. ჯამში, მობაილბანკში 20,000-მდე კომპანია და ფონდია ხელმისაწვდომი, ასე რომ, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია.

სმარტ პორტფელი

თუ ახლა იწყებ ინვესტირებას და ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული, რომელი აქციები შეარჩიო, თიბისი გთავაზობს სმარტ პორტფელებს. ეს არის პროფესიონალების მიერ წინასწარ შედგენილი და დაბალანსებული, მზა საინვესტიციო პორტფელები, რომლებიც ავტომატურად ანაწილებს შენს კაპიტალს და პროცესებს გიმარტივებს.

მობაილბანში 3 ტიპის სმარტ პორტფელია ხელმისაწვდომი, რომელიც შენს მიზნებზე და რისკის დონეზეა მორგებული, მათ შორისაა: კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიური.

ფოტო: თიბისი კაპიტალი

დამატებითი სავაჭრო საათები

უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟას თავისი სამუშაო საათები აქვს, თუმცა ფინანსური სამყარო არასდროს ჩერდება. მნიშვნელოვანი სიახლეები ხშირად ბირჟის გახსნამდე ან დახურვის შემდეგ ქვეყნდება. ამიტომაც თიბისი გაძლევს დამატებითი სავაჭრო საათების გამოყენების უპირატესობას. მობაილბანკში შეგიძლია ივაჭრო როგორც ბირჟის გახსნამდე (Pre-market), ისე მისი დახურვის შემდეგ (After-market). მარტივად რომ ვთქვათ, სიახლეებზე რეაგირებას ყოველთვის მყისიერად შეძლებ.

ავტოპილოტით ინვესტირება

კაპიტალის დაგროვების საიდუმლო დისციპლინასა და სტაბილურობაშია. ავტოპილოტის ფუნქციონალი საშუალებას გაძლევს, შექმნა ავტომატური ინვესტირების დავალებები. შეგიძლია მიუთითო, რომ სისტემამ სასურველი სიხშირით — ყოველდღე, ყოველ კვირას ან ყოველთვე — ავტომატურად შეიძინოს შენ მიერ შერჩეული აქცია ან ფონდი. ამგვარად, ინვესტირება ხდება ყოველდღიურობის უხილავი და კომფორტული ნაწილი, რომელზედაც ფიქრი და ტრანზაქციების განხორციელების გახსენება საერთოდ აღარ გიწევს.

ანალიტიკოსების რეკომენდაციები და სამიზნე ფასები

არ ხარ დარწმუნებული, ღირს თუ არა კონკრეტული აქციის ყიდვა? თიბისის აპლიკაციაში, თითოეული აქციისა და ფონდის გვერდზე დაგხვდება უოლ-სტრიტის წამყვანი ანალიტიკოსების შეფასებები. აქვეა მითითებული სამიზნე ფასებიც, რაც გიჩვენებს, თუ რა ფასს პროგნოზირებენ ექსპერტები ერთწლიან პერიოდში. ეს ინფორმაცია გეხმარება, გააზრებული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ზოგჯერ პროფესიონალებიც ცდებიან და მომავლის ზუსტად წინასწარმეტყველება რთულია.

აღმოჩენის გვერდი და საინვესტიციო სიახლეები

თუ ხშირად ეძებ ახალ საინვესტიციო იდეებს, აღმოჩენის გვერდი შენი საუკეთესო მეგობარი გახდება. ეს არის ერთგვარი ჰაბი, სადაც თავმოყრილია: ტოპ მზარდი კომპანიები, ანალიტიკოსების რჩეულები, ყველაზე პოპულარული აქციები და ფონდები. აქ ასევე შეხვდები საინვესტიციო სიახლეებს, კომპანიების ფინანსურ შედეგებს, კვარტალურ ანგარიშებს და იმ მონაცემებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.

აღმოჩენის გვერდზე მუდმივად ემატება ანალიტიკოსების ახალ-ახალი პროგნოზები, აქციების სამიზნე ფასები და ყიდვის თუ გაყიდვის რეკომენდაციები.

მოკლედ რომ ვთქვათ, თიბისის საინვესტიციო პლატფორმა არის ყველაფერი ის, რაც ინვესტირების დასაწყებად და ამ საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად გჭირდება.

გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი კვლევა ჩაატარე. ამასთან, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები — ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და ერთად განვიხილოთ საინვესტიციო სიახლეები და მიმდინარე ამბები.