სემ ალტმანის აზრით, ხელოვნური ინტელექტის (AI) სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს", რეებიც ამ ტექნოლოგიას მოსდევს.

ალტმანმა, OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ამის შესახებ 5 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში ისაუბრა, Politico-ს Decoded პოდკასტში. შეეხო როგორც სისტემებში უნებართვო შეღწევებსა და თაღლითობას, ასევე "სხვა ცუდ რაღაცებს, რეებიც შეიძლება მოხდეს".

მისმა სიტყვებმა AI კომპანიების კრიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია. ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ OpenAI უსაფრთხოების ერთ-ერთმა ექსპერტმა დატოვა, რადგან, მისი აზრით, კომპანიის "კულტურა მოშლილია".

ინტერვიუში ალტმანს ჰკითხეს, რით განსხვავდება უსაფრთხოებისადმი OpenAI-ს მიდგომა Anthropic-ის მიდგომისგან. ამ უკანასკნელმა ინდუსტრიის განვითარების შენელება მოითხოვა. ამაზე აქტიური დისკუსიები მკვლევარ ჯეიკობ კოქსონის მხრიდან Anthropic-ის დატოვებას მოჰყვა.

"ერთ-ერთი განსხვავება ჩვენსა და სხვა AI-ს უსაფრთხოებისადმი უფრო მკაცრად განწყობილ ხალხს შორის ისაა, რომ გვჯერა, ამ ტექნოლოგიის სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო ზოგ ცუდ რაღაცას უნდა შეეგუოს და ადამიანებს [AI-ს ფართო მოხმარების] თავისუფლება უნდა ჰქონდეთ", — თქვა ალტმანმა.

მისი აზრით, რეგულირებისადმი შედარებით მსუბუქი მიდგომა, რომელსაც თავად ემხრობიან, იმის მიმღებლობასაც მოიაზრებს, რომ ცუდი რაღაცებიც მოხდება, სანამ საზოგადოება გამძლეობას გამოიმუშავებს.

"არ დავთანხმდებოდი ისეთ შეთანხმებას, რომლითაც ვიტყოდით, რომ სერიოზულ თავდასხმებს სრულად ავიცილებთ თავიდან, ტექნოლოგიას არავინ გამოიყენებს ბოროტად, არავინ ითაღლითებს ან რომ სხვა ცუდი რაღაცები არ მოხდება, რადგან ვფიქრობ, ადამიანები ცუდზე გაცილებით ბევრ — ბევრად მეტ — კარგ საქმეს გააკეთებენ", — თქვა ალტმანმა.

ინტერვიუმ არაერთი მწვავე გამოხმაურება გამოიწვია. რონ დესანტისმა, ფლორიდის გუბერნატორმა, თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ემხრობა იდეას, "[უსაფრთხოების საკითხი] ყველა ჩვენგანს რამდენიმე ტექნოლოგიურმა ოლიგარქმა გადაგვიწყვიტოს". მისმა შტატმა გასულ კვირას მოითხოვა, OpenAI-ს ახალი AI მოდელების შექმნა აეკრძალოს, თუ მათ მესამე მხარის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების მექანიზმები არ ექნება.

გარი მარკუსის, AI სკეპტიკოსისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, აზრით, ალტმანმა "ფარული ნაწილი თქვა ხმამაღლა: უნდა შეეგუოთ, რომ მდიდრები და ძლიერები გაგვხადოთ".

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.