Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
ფოტო: AP Photo/Jeff Chiu
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია Wikimedia Foundation აცხადებს, რომ OpenAI-ს აგენტებმა მის სერვისზეც იმოქმედეს მაისში. მათი ვარაუდით, ამას უკავშირდებოდა მონაცემთა სერვისის შეფერხება იმ პერიოდში.
5 ოქტომბერს Wikimedia-მ ბლოგპოსტი გამოაქვეყნა. როგორც განაცხადეს, შეუძლიათ დაადასტურონ, რომ "Wikimedia-ს პლატფორმებზე OpenAI-ს "თავნება" აგენტების აქტივობა აღმოაჩინეს". მათ შორისაა მაისში მომხდარი ინციდენტი, რომლის შედეგადაც Wikidata Query Service "ნაწილობრივ გაითიშა".
Wikimedia-ს ახსნით, შეფერხება, როგორც ჩანს, იმან გამოიწვია, რომ აგენტები მილიონობით გვერდს ეწვივნენ და მონაცემებზე ასიათასობით მოთხოვნა გაგზავნეს. ორგანიზაციის განცხადებით, აგენტებმა Wikimedia-ს ვიკი საიტებზე უნებართვოდ შეიტანეს ცვლილებები მათ შორის "პოტენციურად საზიანო ცვლილებები" ციტირების ინსტრუმენტში. აგენტებს, როგორც ორგანიზაციაში ვარაუდობენ, ამ უკანასკნელის მიტაცება ჰქონდათ განზრახული.
Wikimedia-ს განცხადებით, OpenAI-ს აგენტების მავნე აქტივობების სამიზნე Etherpad-იც გახდა, რომელიც ჩანაწერების გასაკეთებლად განკუთვნილი ინსტრუმენტია.
OpenAI-მ განცხადებით, აფასებენ Wikimedia-ს "დეტალურ მიგნებებს" და ორგანიზაციასთან ერთად აანალიზებენ აქტივობას.
"გავაგრძელებთ რელევანტური ინფორმაციის გაზიარებას, როცა წინ წავიწევთ", — განაცხადა დრიუ პუსატერიმ, OpenAI-ს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ბოლო დროს OpenAI მასშტაბურად იძიებს თავისი AI აგენტების აქტივობებს, რათა დარღვევები გამოავლინოს.
კომენტარები