თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ფოტო: თიბისი
თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობის ფარგლებში, AI წიგნიერების ეროვნული პროექტი იწყება. ამ ინიციატივით საქართველო იმ ქვეყნების რიგს უერთდება, რომლებმაც AI-ის სასკოლო პროგრამაში ინტეგრირება პირველებმა დაიწყეს.
AI წიგნიერების სასკოლო პროექტი საპილოტე პროგრამიდან ფართო დანერგვის ეტაპზე გადადის. პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა სკოლიდანვე ისწავლონ ხელოვნური ინტელექტის სწორად, ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენება სწავლისთვის, შემოქმედებისთვის და მომავალი საქმიანობისთვის.
"თიბისისთვის ახალი თაობის განათლების მხარდაჭერა გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ნაწილია. იმისათვის, რომ თანამედროვე გლობალურ გარემოში ახალი თაობა უფრო კონკურენტუნარიანი იყოს ტექნოლოგიური ცოდნა და უნარები შეუცვლელი ინსტრუმენტია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემა შევქმენით, რომლის მნიშვნელოვანი მიმართულებაა AI წიგნიერების განვითარება.
ბოლო ერთ წელიწადში GAIA-სთან პარტნიორობით 2500-ზე მეტ ახალგაზრდას მივეცით წვდომა თანამდეროვე AI განათლებაზე. ეს მხოლოდ დასაწყისია. AI წიგნიერების ეროვნული პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები, ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ ხელოვნური ინტელექტის სწორად, ეფექტიანად და პასუხისმგებლიანად გამოყენებას. ასევე, საქართველოს მასშტაბით, ათასობით მოსწავლე და მასწავლებელი მიიღებს ტექნოლოგიურ განათლებას, რომელიც გვჯერა რომ დასაქმების შესაძლებლობად გადაიქცევა", — ამბობს ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი.
2026 წლის პირველ ნახევარში პროგრამის საპილოტე ვერსია, 200-მდე მოსწავლის მონაწილეობით, საქართველოს 4 რეგიონის 12 სკოლაში ჩატარდა. მიღებული უკუკავშირის საფუძველზე განახლდა სასწავლო პროგრამა, გაკვეთილების მასალები და მასწავლებლების მომზადების მოდელი. 2026-2027 სასწავლო წლიდან კი ხელოვნური ინტელექტი სასკოლო პროგრამის ნაწილი ოფიციალურად გახდა და საჯარო სკოლებისთვის არჩევითი და კლასგარეშე საგნის ფორმატებით არის ხელმისაწვდომი.
2026-2027 სასწავლო წლის საორიენტაციო გეგმა პროგრამის გაფართოება 4 სხვადასხვა რეგიონის 30-მდე სკოლის 500-მდე მოსწავლის ჩართულობას ისახავს მიზნად. პარალელურად, მასწავლებლების მომზადების პროგრამაში დაგეგმილია 80-ზე მეტი პედაგოგის მიღება და გადამზადება. გრძელვადიანი მიზანია, AI წიგნიერების სწავლება ეტაპობრივად გახდეს ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით და სულ უფრო მეტ სკოლას ჰქონდეს შესაძლებლობა, პროგრამა დამოუკიდებლად, საკუთარ მომზადებულ მასწავლებლებთან ერთად განახორციელოს.
"AI წიგნიერება ქვეყნის მომავალი კონკურენტუნარიანობის საკითხია. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ AI-ის გამოყენება სწავლისთვის, მუშაობისთვის და პრობლემების გადასაჭრელად, რადგან ეს უნარი შრომის ბაზარზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ ცოდნის სკოლიდანვე განვითარება ქმნის უფრო ძლიერ AI ტალანტების ბაზას და მომავალში უფრო პროდუქტიულ პროფესიონალებს", — ამბობს გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.
პროექტზე GAIA საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად მუშაობს. შეიქმნა AI წიგნიერების კონსორციუმი, რომელიც პროექტის მასშტაბირებისა და გრძელვადიანი განვითარების მხარდამჭერ კერძო სექტორის პარტნიორებს და დონორებს გააერთიანებს. კონსორციუმის პირველი წევრები თიბისი, მასტერქარდი, თეგეტა და სელფი გახდნენ. პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი კი Google-ია, რომელიც მოსწავლეებს თავის წამყვან მოდელებზე წვდომას მისცემს.
თიბისისთვის განათლება ადამიანების განვითარებასა, ცხოვრების გამარტივებას და ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალზე ზრუნვას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, ბრენდმა შექმნა საგანმანათლებლო ეკოსისტემა - თიბისი ტექსკოლა, თიბისი კამპუსი და თიბისი IT აკადემია, პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს ახალ მიმართულებებს და ამ გზით ხარისხიან განათლებას და თანამედროვე ტექნოლოგიურ ცოდნას ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდის.
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
კომენტარები