მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ფოტო: თიბისი ბანკი
ნიკა ლებანიძისა და მისი შვილის, ელენეს ურთიერთობაში ერთი სიტყვა განსაკუთრებით ხშირად მეორდება — თავისუფლება. თავისუფლება, თავად აირჩიოს რა მოსწონს, რისი სწავლა უნდა, სად უნდა იმოგზაუროს და საბოლოოდ, როგორი მომავალი უნდა შექმნას საკუთარი თავისთვის.
ნიკა მთამსვლელი, ვიდეოგრაფი და პირველი ქართველია, რომელმაც პერუს უმაღლესი მწვერვალი დალაშქრა. რა გასაკვირია, რომ მუდმივ მოგზაურობაშია, თუმცა როდესაც შვილის გვერდითაა, მაქსიმალურად ცდილობს ჩართული იყოს მის ცხოვრებაში. ელენე უკვე იმ ასაკშია, როცა საკუთარი ინტერესები აქვს — განსაკუთრებით უყვარს გრაფიკა და კოდირება, ქმნის თამაშებს.
"გუშინ გამოთქვა სურვილი, რომ გამომყვეს სამხრეთ პოლუსზე მოგზაურობაში და პირველი ბავშვი იყოს, რომელმაც ასეთ უკიდურეს წერტილში იმოგზაურა… თუმცა, მალევე გადაიფიქრა - რა შორს არისო", — ამბობს ნიკა. მისთვის შვილის მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ ელენემ აუცილებლად ის შეიყვაროს, რაც მამას მოსწონს. პირიქით, ცდილობს, საკუთარი ინტერესები გაუზიაროს, მაგრამ საბოლოო არჩევანი შვილს დაუტოვოს. ამიტომ ელენესთვის დამოუკიდებლობის მიცემა ნიკასთვის მხოლოდ აღზრდის მეთოდი არ არის. ეს არის სურვილი, რომ შვილს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.
ფოტო: თიბისი ბანკი
ამ თავისუფლებასთან ერთად, ოჯახში ფინანსების შესახებ საუბარიც საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაიწყო. ნიკა ამბობს, რომ ელენეს უკვე კარგად ესმის, რა არის შესაძლებელი და რისთვის არის საჭირო გარკვეული რესურსი. თუ რაღაც ძვირია, პასუხი მხოლოდ "არა" არ არის. შეიძლება თანხა თავად შეაგროვოს, საჭიროების შემთხვევაში კი, მამამაც დაუმატოს.
ნიკას თქმით, ელენეს სახელზე საბავშვო ანაბარიცაა გახსნილი: "ბებიამ გადაწყვიტა, რომ ანაბარი გაეხსნა მისთვის, რასაც დადებითად შევხვდით, რადგან ეს მომავალში ელენეს სურვილების ასრულების თავისუფლებაში დაეხმარება".
რა იქნება ეს არჩევანი, ჯერ არავინ იცის. შეიძლება განათლება, საკუთარი საქმის დაწყება, საცხოვრებელი ან სულაც ის სამხრეთ პოლუსი, რომელსაც ელენემ (ჯერ) თვალი დაადგა.
სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ნიკასთვის ყოველთვიურად ერთი და იმავე თანხის გადადება მარტივი არ არის, რადგან შემოსავალი პროექტების რაოდენობასთან და განსხვავებულ ჰონორარებთან არის დაკავშირებული.
თუმცა, მისი აზრით, მთავარი ჩვევის გამომუშავებაა. დღეს გადადგმული პატარა ნაბიჯი, მომავალში ბავშვისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობად შეიძლება იქცეს - ეს არის თიბისის საბავშვო ანაბრის იდეაც.
თიბისის საბავშვო ანაბრის გახსნა ახლა უკვე მობაილბანკიდან არის შესაძლებელი, ფილიალში მისვლის გარეშე. ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე. თანხის ოდენობა და შენატანის პერიოდულობა კი, მომხმარებლის არჩევანზეა დამოკიდებული.
მოემზადე შვილის მომავლისთვის: https://app.tbcbank.ge/YiId/x5uoutiq
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: საქართველოში საშუალო შემოსავლიანები უნგრელი მილიონერების მსგავს გადასახადს გადაიხდიან რომან გოცირიძე: საქართველოში საშუალო შემოსავლიანები უნგრელი მილიონერების მსგავს გადასახადს გადაიხდიან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
კომენტარები