"ინფო იმერეთის" ცნობით, ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.