ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
ფოტო: reuters
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო. გაფართოვების გეგმაში საქართველო არ ფიგურირებს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკომისიამ გაწევრიანების პროცესში ოთხი მოწინავე კანდიდატი გამოყო, ესენია — მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა. კოსის განცხადებით, ევროკომისია მათთვის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის მომზადებას გეგმავს.
"როგორც იცით, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერის ფონზე, საქართველოც დღეს იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა არიან. ის, თუ როგორ გავაგრძელებთ წინსვლას ამ ქვეყანასთან მიმართებით, უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება წევრი სახელმწიფოების პოზიცია. თუმცა, ბევრი რამ, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს ყველაფერი," — განაცხადა გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა საქართველოს შესახებ "ტაბულას" კითხვის საპასუხოდ.
ევროკომისიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგზაო რუკები 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადდება, თუ ოთხივე ქვეყანა რეფორმების ტემპს შეინარჩუნებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გაფართოვების პროცესში მონაწილეობა კვლავაც დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ მზადყოფნასა და სტრატეგიულ თანხვედრაზე.
"ევროპის მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც დღეს ვიღებთ. ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური იმპერატივია. დღეს საფუძველს ვამზადებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უფრო დიდი ევროკავშირი უფრო ძლიერიც იქნება: უფრო მყარი, უფრო ეფექტური, და მყარად დაფუძნებული იმ ღირებულებებსა და წესებზე, რომლებიც ჩვენ განგვსაზღვრავენ. მაშინ როდესაც გაფართოების ქვეყნები წინ მიიწევენ რეფორმების საკუთარ გზაზე, ევროკავშირი მზად უნდა იყოს მათ მისაღებად. ეს ნიშნავს ჩვენი ინსტიტუტების მომზადებას, ჩვენი პოლიტიკის ახალი რეალობისთვის მომზადებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენი ბიუჯეტი ასახავს ჩვენს საერთო ამბიციებს," — განაცხადა კოსმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის მოლდოვასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
პაპუაშვილის განცხადებით, მოლდოვის პროგრესი მხოლოდ ბრიუსელის მხარდაჭერით შემოიფარგლება. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, საქართველოს მოლდოვასთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა იმიტომ აქვს, რომ "ბრიუსელს არ უჯერებს".
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
კომენტარები