თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგმა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) ერთობლივი AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს, რომელიც 2026-2027 წლების განმავლობაში, ეტაპობრივად, 50-მდე სკოლაში დაინერგება — როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობა მოიცავს პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას, სასწავლო რესურსების შემუშავებას, მასწავლებლების გადამზადებასა და მოსწავლეებთან, მშობლებთან თუ პედაგოგებთან ერთობლივ კომუნიკაციას.
ფოტო: თეგეტა
ნიკა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: "თეგეტა ჰოლდინგი სისტემურად ნერგავს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს საკუთარ ბიზნესპროცესებში და საავტომობილო ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რა სიჩქარით ცვლის AI ეკონომიკის ყველა სექტორს და ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობასაც, რომელიც ამ ცოდნას თან ახლავს.
როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი, ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იცვლება მოთხოვნები სამუშაო ადგილზე — AI-სთან მუშაობის უნარი აღარ არის მხოლოდ IT სპეციალისტების პრეროგატივა, ის ნებისმიერ პროფესიაში საბაზისო კომპეტენცია ხდება. თუმცა ტექნოლოგია თავისთავად შედეგს არ იძლევა — გადამწყვეტია ადამიანი, რომელსაც მისი გააზრებულად და კრიტიკულად გამოყენება შეუძლია. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ეს ცოდნა მოსწავლეებმა სკოლიდანვე მიიღონ. ეს ჩვენი ინვესტიციაა ქვეყნის მომავალში და გვინდა, რომ ახალი თაობა AI ეპოქას მზად შეხვდეს".
თეგეტა პროგრამის დაწყებიდან ინიციატივის მთავარი მხარდამჭერია. AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა უკვე წარმატებით დაინერგა 30-მდე სკოლაში, სადაც მოსწავლეებისთვის არჩევით საგნად AI წიგნიერება დაემატა.
მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR კოორდინატორი: "გვჯერა, რომ წარმატებული კომპანია ვერ აშენდება იმ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელი არ მიუწვდებათ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, გავმხდარიყავით პირველი კერძო კომპანია, რომელიც AI წიგნიერების ეროვნულ პროგრამას სრულფასოვნად დაუჭერს მხარს — არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, სადაც შესაძლებლობები, ამ მიმართულებით, შედარებით ნაკლებია.ჩვენთვის განათლებისა და მომავალი თაობის მხარდაჭერა მხოლოდ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულება არ არის — ის ჩვენი ღირებულებების პირდაპირი გამოვლინებაა".
16-კვირიანი კურსი IX-XI კლასის მოსწავლეებზეა გათვლილი და მოიცავს 32 გაკვეთილს. სასწავლო პროგრამა ხუთ მიმართულებას აერთიანებს.
ფოტო: თეგეტა
გიგი გიორგაძე, GAIA-ს დირექტორი: "ჩვენი მიზანია, AI განათლება ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოსწავლისთვის არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც. მოსწავლეები უნდა მოემზადონ შრომის ბაზარზე მოახლოებული ცვლილებებისთვის, ხოლო ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წელიწადში უნდა ჰყავდეს თაობა, რომლისთვისაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ისეთივე ორგანულია, როგორც ერთ დროს კომპიუტერთან მუშაობა გახდა.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან AI-ს საფუძვლებს, გენერაციული ინსტრუმენტების - ChatGPT-ის, Claude-ის, Gemini-ს - გამოყენებას, ვიზუალისა და კოდის შექმნას და, რაც მთავარია, შეიძენენ ამ ინსტრუმენტების პასუხისმგებლობიანად და კრიტიკული აზროვნებით გამოყენების უნარს - შეძლებენ AI-ს მიერ დაბრუნებული პასუხის გადამოწმებას, გაარჩევენ ნამდვილ ინფორმაციას გენერირებულისგან, ამოიცნობენ DeepFake-სა და მანიპულაციას. სწორედ ეს კომპეტენციები განსაზღვრავს, თუ რა ადგილს დაიკავებს ახალგაზრდა საქართველოდან გლობალურ ციფრულ რუკაზე უახლოეს ათწლეულში. ჩვენი ხედვა მკაფიოა: შემდეგ 3-5 წელიწადში AI სავალდებულო საგნად უნდა შევიდეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რათა ეს ცოდნა ყველა მოსწავლემ მიიღოს, განურჩევლად იმისა, თბილისში ცხოვრობს თუ მაღალმთიან რეგიონში".
აქამდე, საქართველოს სკოლებში AI არ ისწავლებოდა და ქვეყანას არ ჰქონდა განათლებაში AI-ს ინტეგრირების სისტემური ხედვა. სწორედ ამის შეცვლაა ასოციაციის მიზანი. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი კი, პარტნიორებთან ერთად AI წიგნიერების ეროვნული სასკოლო პროექტის განხორციელებაა.
თეგეტა ჰოლდინგთან ერთად, პროგრამაში ჩაერთო სხვა არაერთი კომპანია — თანამშრომლობის მემორანდუმს თიბისი, სელფი და მასტერქარდი შეუერთდა.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
კომენტარები