1. ძილი ძალიან გიყვარს. განსაკუთრებით, დიდი ხნით ძილი

ფოტო: Adobe Stock

კოალები ცხოვრების უდიდეს ნაწილს ძილში ატარებენ. კონკრეტულად კი, მათ ყოველდღიურად 18-22 საათი სძინავთ. კი, სწორად მიხვდი — 24 საათიდან.

2. გაქვს საყვარელი საჭმელი, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია მიირთვა

ფოტო: Science

კოალას საყვარელი საჭმელი ფოთლებია, თუმცა არა ნებისმიერი ფოთოლი! კოალა საკმაოდ წუნია მჭამელია და ძირითადად ევკალიპტის ფოთლებით იკვებება.

3. ნელი და მშვიდი ცხოვრება გიყვარს

ფოტო: Posters

კი, შეიძლება კოალამ 24-დან 22 საათი ძილში გაატაროს, თუმცა დარჩენილი 2 საათი კოტრიალსა და ძილისგან დასვენებაზეც არ იტყვის უარს. შუალედებში, პირსაც ჩაიტკბარუნებს.

4. მარტო ყოფნისას თავს მშვენივრად გრძნობ

ფოტო: IFAW

ალბათ უკვე მიხვდით, რომ კოალები ხშირად ატარებენ დროს მარტო. თუმცა, ეს მათთვის პრობლემას სულაც არ წარმოადგენს — სხვებთან ერთად ყოფნას მარტო ცხოვრება ბევრად ურჩევნიათ. ასე, ნერვებს მაინც არავინ უშლით.

5. სხვები ჩუმ და საყვარელ ადამიანად გთვლიან, მაგრამ ხმაურსაც არ უფრთხი

ფოტო: Mental Floss

იმის მიუხედავად, რომ აქამდე სულ სიმშვიდესა და ჰარმონიულობაზე ვისაუბრეთ, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ კოალები მარტივად ღიზიანდებიან და ბრაზდებიან. სჯობს, არ შეაწუხოთ, თორემ პასუხსაც მალევე დაგიბრუნებთ.