Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
ფოტო: თეგეტა
"თეგეტა მოტორსი" "გალფთან" პარტნიორობას იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი შეთავაზება კორპორაციული მომხმარებლებისთვის უკვე მოქმედებს — Bridgestone-ის სატვირთო საბურავების შეძენისას კომპანიები "გალფის" დიზელის საწვავს საჩუქრად მიიღებენ
„თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ ახალი შეთავაზება "თეგეტა ბიზნესისთვის“ ფარგლებში მოქმედებს და მიმართულია სატრანსპორტო კომპანიებისა და დიდი ავტოპარკის მქონე ბიზნესებისკენ. შეთავაზებით სარგებლობისთვის, მინიმუმ, 10 სატვირთო საბურავის შეძენაა საჭირო, ბონუსის მოცულობა კი შეძენილი საბურავების რაოდენობაზეა დამოკიდებული:
- 10-დან 50 საბურავამდე: თითო საბურავზე 10 ლიტრი დიზელის საწვავი
- 50-დან 100 საბურავამდე: თითო საბურავზე 20 ლიტრი
- 100 და მეტი საბურავი: თითო საბურავზე 25 ლიტრი
ფოტო: თეგეტა
მიხეილ ვაშაკიძე, "თეგეტა მოტორსის" გაყიდვების მთავარი ოფიცერი: "ეს შეთავაზება ბიზნესის რეალური საჭიროებიდან გამომდინარე გაკეთდა - სატრანსპორტო კომპანიებისა და დიდი ავტოპარკის მქონე ბიზნესისთვის საოპერაციო ხარჯის ძირითადი ნაწილი საწვავია. გვინდოდა, ეს უბრალოდ საჩუქარი არ ყოფილიყო, ამიტომ, „გალფთან“ ერთად, პაკეტი ისე მოვამზადეთ, რომ მომხმარებლისთვის პრაქტიკული სარგებელი ჰქონოდა. რამდენიმე საფეხური იმიტომ დავაწესეთ, რომ შეთავაზება ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება თავად ბრენდს, Bridgestone-ის უპირატესობა არის უსაფრთხოება, გამძლეობა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის პერიოდი. ჩვენ გვინდა, რომ Bridgestone-ის მოწინავე ტექნოლოგიები და მსოფლიო გამოცდილება ქართულ პრაქტიკაშიც დავნერგოთ და ჩვენს მომხმარებლებს საკუთარი შედეგებით ვაჩვენოთ, რა სარგებელს იღებენ".
"თეგეტა მოტორსი" კორპორაციულ მომხმარებლებთან თანამშრომლობისას PPK-ს (Price Per Kilometer), ანუ თითოეულ გავლილ კილომეტრზე დანახარჯის პრინციპს იყენებს. მიდგომა Bridgestone-ის საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. ბიზნესისთვის მთავარი საბურავის ერთჯერადი ფასი კი არ არის, არამედ ის, თუ რამდენ ხანს გაძლებს და რამდენ კილომეტრს გაივლის ამ საბურავით მომხმარებელი.
"დღეს ბევრი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთჯერადად გადახდილი თანხა, არამედ ფასი თითოეულ გავლილ კილომეტრზე. ჩვენთვის ეს გრძელვადიანი ურთიერთობაა და არა ერთჯერადი გარიგება. PPK-ს პროექტში უკვე 70-მდე პარტნიორი კომპანია ჩაერთო, მათ შორის დიდი ავტოპარკის მქონე კომპანიებიც. ბიუჯეტურ საბურავსა და Bridgestone-ს შორის დანაზოგი ერთ კილომეტრზე 30%-მდე გამოდის. ჩვენი გათვლებით, ბიზნესსეგმენტის მიხედვით, 20-სატვირთოავტომობილიანი ავტოპარკისთვის წლიური დანაზოგი 50-დან 70 ათას ლარამდეა, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შედეგია", — აღნიშნავს მიხეილ ვაშაკიძე.
სერვისის სრული პაკეტი
საწვავის ბონუსის გარდა, Bridgestone-ის სატვირთო საბურავების შეძენისას კომპანიები სხვა სარგებელსაც მიიღებენ:
- "თეგეტა მოტორსის" მობილურ სერვისებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ავტომობილები საბურავებს ადგილზე ამონტაჟებენ
- უსასრულო გარანტიის პირობებს
- ტექნიკური ჯგუფის მხარდაჭერას, რომელიც საბურავების ცვეთას, წნევასა და ზოგად მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებს
"თეგეტა მოტორსსა" და Bridgestone-ს შორის პირველი ხელშეკრულება 1998 წელს გაფორმდა. მას შემდეგ კომპანია საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. დღეს "თეგეტა მოტორსი" Bridgestone-ს ექსკლუზიურად წარმოადგენს სამ ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
"თეგეტა მოტორსისა" და "გალფის" ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობა 7 ნოემბრამდეა შესაძლებელი. თუმცა პარტნიორობა აქ არ სრულდება - მხარეები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოფიციალურად მომავალ კვირას გააფორმებენ, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ სარგებელს შესთავაზებენ.
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
კომენტარები