აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
აშშ-ის მთავრობამ სამშაბათს ირანისთვის იარაღისა და მისი კომპონენტების შესყიდვაში დახმარებისთვის 13 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ახალი სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან პირები და კომპანიები რუსეთში, ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და პაკისტანში.
სანქციები, რომლებიც აშშ-ის სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებმა გამოაცხადეს, ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობის ნაწილია, ირანი ეკონომიკურად იზოლირებული გახადოს და აიძულოს, მოლაპარაკებები დაიწყოს ომის დასრულებაზე, რომელიც 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმით დაიწყო.
"სახაზინო დეპარტამენტი არ შეეგუება რეჟიმისთვის რაიმე სახის მხარდაჭერას და გააგრძელებს იმ პირების გამოვლენას, მხილებასა და იზოლირებას, რომლებიც ირანს ხელს უწყობენ", — განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა
სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების მიზანია თეირანის შესაძლებლობების შეზღუდვა, აღადგინოს იარაღის პროგრამები, ასევე იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის ხარჯების გაზრდა, რომლებიც ირანს შესყიდვებში ეხმარებიან.
სამშაბათს სანქციები დაუწესდა:
სეიედ ასგარ ალიზადე ტაბატაბაის — პეკინში მოქმედ ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც, სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანის სახელით ჩინეთში მზა იარაღის სისტემებისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების შესყიდვებს კოორდინირებდა;
ირანში მოქმედ Kavoshcom Asia R&D Group-ს, რომელიც, სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, Iran Aircraft Manufacturing Industrial Company-სთვის ელექტრონულ კომპონენტებს, მათ შორის კონექტორებს, ყიდულობდა;
ჰონგ-კონგში დაფუძნებულ EC Mojo Technology Co Limited-ს, რომელიც, სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, Kavoshcom-ის შესყიდვებისთვის ელექტრონულ კომპონენტებს აწვდიდა, და კომპანიის ჩინეთში მოქმედ წარმომადგენელ ლი ფენს;
პაკისტანში მოქმედ ვასიმ ფაშა ტაჯამალს, რომელიც კერძო თავდაცვის კომპანია Cavalier Group-ის თავმჯდომარეა. კომპანიას პაკისტანსა და სხვა ქვეყნებში აქვს წარმომადგენლობები;
რუსეთში მოქმედ სააქციო საზოგადოება "ექსპერიმენტული საკონსტრუქტორო ბიურო ა.ს. იაკოვლევის სახელობის" — ავიამწარმოებელს;
რუსეთში მოქმედ MG-Flot LLC-ს — საზღვაო გადამზიდავ კომპანიას, რომლის გემებიც, აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობისთვის იარაღს გადააადგილებენ;
ირანში მოქმედ Saha Airlines-ს — ავიაკომპანიას, რომელიც ქვეყნის საჰაერო ძალებთან არის დაკავშირებული.
Obsidian Risk Advisors-ის მმართველმა პარტნიორმა ბრეტ ერიქსონმა განაცხადა, რომ ახალი სანქციები ნაკლებად შეუშლის ხელს ირანს ჰორმუზის სრუტეში რაკეტებისა და დრონების გაშვებაში.
"ეს ტრამპის ადმინისტრაციისთვის იმიჯის მართვაა, რათა განაცხადონ — "ჩვენ მათ ძლიერად ვურტყამთ", მაშინ როდესაც სინამდვილეში კბილის ჩხირით ვჩხვლეტთ", — განაცხადა მან.
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
-
Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან
გადახედვა
-
"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს "დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს
გადახედვა
-
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
-
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია
გადახედვა
-
"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან "სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
კომენტარები