ხვალ, 1 ოქტომბერს ­­- ხანდაზმულთა მსოფლიო დღეს, ასოციაცია "კათარზისში" გაიმართება კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა", რომლის დროსაც 70 წელს გადაცილებული ხანდაზმულები ერთმანეთს შეეჯიბრებიან სხვადასხვა სახელოვნებო უნარებში - სიმღერა, ცეკვა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა.

როგორც საერთაშორისო ასოციაცია იტყობინება, წელს კონკურსში 20 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი 1000-1000 ლარის ოდენობით.

"კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება ფულადი პრიზით, ხოლო რაიონებიდან ჩამოსულ მონაწილეებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის თანხაც. ყველა მონაწილეს ასევე გადაეცემათ საჩუქრები", — იტყობინება "კათარზისი".