30 სექტემბრის 10:00 საათიდან სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეთერის დათმობას, მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრასა და სამეურვეო საბჭოს რეაგირებას ითხოვენ.

"24 საათი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, 30 სექტემბერს 10 საათიდან!

სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ისევ მოითხოვენ:

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს.
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას.
3. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის რეაგირებას.

ხალხის ფულით დაფინანსებული ტელევიზია ხალხის სამსახურში უნდა იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა ისმოდეს ყველას ხმა. თითქმის 2 წელია მათი ბრძოლა, მათი სიმართლე, მათი ხმა იგნორირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან.

პოლიტპატიმრების ოჯახებისადმი უსამართლო დამოკიდებულების გასაპროტესტებელი 24 საათიანი აქტი არის ამ ყველაფრის დემონსტრირება, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივს შავ ლაქად დარჩება.

გულშემატკივრებს გთხოვთ შემოგვიერთდეთ დღე-ღამის განმავლობაში პერიოდულად
მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა 31", — წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.