Google Earth-მა ფოტოები განაახლა, სადაც ნაჩვენებია ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბი — ანკლავის უზარმაზარი ტერიტორიები ნანგრევებად არის ქცეული. ინფორმაციას Independent ავრცელებს.

რაფაჰი 2022 და 2026 წლებში.

რაფაჰი 2022 და 2026 წლებში.

ფოტო: www.independent.co.uk

გამოცემა წერს, რომ ღაზაში (რომელიც ზოგადად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილად ითვლება) ისრაელის სამხედრო მოქმედებებმა საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოების, სკოლებისა და შენობების უმეტესობის დაზიანება და განადგურება გამოიწვია.

ღაზა 2021 და 2026 წლებში.

ღაზა 2021 და 2026 წლებში.

თავდაპირველად უცნობი იყო, ზუსტად როდის განახლდა სურათები, მაგრამ Google-მა The Independent-ს განუცხადა, რომ უახლესი ვიზუალური მასალა 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდა

ხან-იუნისი 2021 და 2026 წლებში.

ხან-იუნისი 2021 და 2026 წლებში.

ამ თვის დასაწყისში გაერომ განაცხადა, რომ საერთაშორისო გამომძიებლებს უნდა მიეცეთ ღაზის ყველა უბანზე წვდომა, რათა მტკიცებულებების შეგროვებასა და სავარაუდო დარღვევების დოკუმენტირებაში დახმარება შეძლონ, ვინაიდან ნანგრევებიდან ადამიანის ნეშტების ამოღება კვლავ გრძელდება.