არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
არსენალის მთაზე დაგეგმილ სამთავრობო ქალაქამდე მისასვლელი გზების ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10.3 მილიონი ლარია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წერს, რომ პროექტის მთავარი მიზანია არსენალის მთის ტერიტორიასთან თბილისის არსებულ საგზაო ქსელთან ეფექტიანი და უსაფრთხო დაკავშირება და ტერიტორიასთან რამდენიმე მიმართულებიდან მისასვლელი საგზაო კავშირების შექმნა.
"პროექტმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს სატრანსპორტო ნაკადების უკეთ განაწილებასა და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობის განტვირთვას.
ტენდერის ფარგლებში კონსულტანტმა უნდა შეისწავლოს არსენალის მთასთან დამაკავშირებელი გზების შესაძლო მიმართულებები და თითოეული მიმართულებისთვის რამდენიმე ალტერნატივა წარმოადგინოს. განსახილველ ვარიანტებს შორის არის – სამტრედიისა და ჩრდილოეთის მიმართულებებით – დაკავშირება, თუმცა კვლევა სხვა შესაძლო მარშრუტებსაც მოიცავს.
ალტერნატიული მარშრუტების შესაფასებლად გათვალისწინებული იქნება საინჟინრო-ტექნიკური, სატრანსპორტო, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორები. ასევე ჩატარდება სატრანსპორტო ნაკადების კვლევა, შეფასდება არსებული და ახალი გზით მოძრაობის დრო, საგზაო უსაფრთხოება და პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა.
სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მომზადდება ალტერნატიული მიმართულებების ანალიზი და განხორციელდება ოპტიმალური გადაწყვეტის შერჩევა. პირველი ეტაპის შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ეტაპზე გადასვლის შესახებ, რომელიც შერჩეული მიმართულებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს", — აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
გზების დეპარტამენტის განცხადებით, დეტალური პროექტი მოიცავს გზის მშენებლობისათვის საჭირო საინჟინრო კვლევებს, საპროექტო ნახაზებს, ხარჯთაღრიცხვას, საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს და მშენებლობისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის გადატანის გეგმებზე 2025 წლის დეკემბერში განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაშინ აღნიშნა, რომ ახალი საოფისე შენობების აშენების შემდეგ მთავრობა სამინისტროების ძველ შენობებს გაყიდდა. რაც შეეხება სამთავრობო ქალაქის პროექტს, ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, ვინაიდან მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2026 წლის იანვარში გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა 21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ
გადახედვა
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
"გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
-
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა
გადახედვა
-
Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები