საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ზურაბიშვილმა დაწერა, რომ უფრო ენერგიული და ნაკლებად შეზღუდული დიპლომატები გვჭირდება.

"უდავოა, რომ გვჭირდება უფრო ენერგიული და ნაკლებად შეზღუდული დიპლომატები. ახლად ჩამოსულები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ. სწორედ დიპლომატები არიან ისინი, ვისაც ხალხი ხედავს და ვისი ხმაც ესმით.

მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის", — დაწერა ზურაბიშვილმა.