2026 წლის სააფთიაქო ბაზრის სამომხმარებლო კვლევის შედეგებით, "PSP ფარმა" კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებლისთვის პირველ არჩევანად რჩება.

კვლევის მიხედვით, PSP ლიდერია ბრენდის ცნობადობის მიმართულებითაც — მომხმარებლების მიერ აფთიაქების დასახელებისას PSP ყველაზე ხშირად აღინიშნება. Top of Mind მაჩვენებელი 42%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფთიაქის გახსენებისას მომხმარებლების ყველაზე დიდი ნაწილი პირველ რიგში PSP-ს ასახელებს.

ფოტო: PSP

PSP-ს ლიდერობას მომხმარებელთა არჩევანიც მკაფიოდ აჩვენებს. კვლევის მიხედვით, PSP-ს მომსახურებით მომხმარებელთა 82% სარგებლობს, ხოლო მომხმარებლის 39%-ისთვის სწორედ PSP წარმოადგენს ძირითად არჩევანს. ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ძლიერ პოზიციას არა მხოლოდ ცნობადობის, არამედ სამომხმარებლო ქცევის მიმართულებითაც.

ფოტო: PS

მომხმარებლები PSP-ს სააფთიაქო ქსელებს შორის ლიდერად აღიქვამენ - რესპონდენტების 56% PSP-ს ასახელებს ბაზრის ლიდერად, ხოლო 51% - ყველაზე სანდო აფთიაქად. PSP პირველ ადგილზეა შეფასების თითქმის ყველა პარამეტრით. გამოკითხულთა 59%-ის აზრით, PSP-ში სასურველი პროდუქტის პოვნა მარტივია. 52% მიიჩნევს, რომ PSP-ს ყველაზე კარგი ასორტიმენტი და ბრენდები

ფოტო: PSP

კვლევის შედეგების მიხედვით, აფთიაქის არჩევისას მომხმარებლები რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს აქცევენ ყურადღებას. მათთვის ძირითად აფთიაქში სიარულის მიზეზებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, კარგი აქციები, ფარმაცევტის კვალიფიციური მომსახურება და მისაღები ფასებია.

ფოტო: PS

კვლევა ჩატარდა 2026 წელს, საქართველოს მასშტაბით, კომპანია ACT Research-ის მიერ და მასში 800-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

PSP 1994 წლიდან ევროპული მედიკამენტების პირველი და ოფიციალური დისტრიბუტორია. დღეს კომპანია მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო პროდუქტების მწარმოებლების, მათ შორის 100-ზე მეტი GMP-ის სტანდარტის მქონე ფარმაცევტული საწარმოს პროდუქციას წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე.

PSP 30 წელზე მეტია მომხმარებლისთვის ხარისხის გარანტია. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვას. PSP-ს სააფთიაქო ქსელს გერმანელი ექსპერტების აუდიტის შედეგად მინიჭებული აქვს ISO 9001-2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი. PSP-ს სადისტრიბუციო საწყობს კი უკვე ორჯერ აქვს წარმატებით გავლილი GDP სტანდარტთან შესაბამისობის აუდიტი და მიღებული აქვს „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.

დღეს PSP საქართველოს მასშტაბით 360-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს და 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია, ასევე საკვები დანამატები, დედისა და ბავშვის მოვლის საშუალებები, პირის ღრუს ჰიგიენის და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო არჩევანი. კომპანია მუდმივად აფართოებს ასორტიმენტს მედიცინისა და დერმატოლოგიური კოსმეტიკის სიახლეების კვალდაკვალ.

PSP გახდა პირველი ფარმაცევტული კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს ფიზიკურ ფილიალებთან ერთად ონლაინ მომსახურება შესთავაზა. ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე, რომელიც კომპანიის ვებსაიტის და სმარტფონის აპლიკაციას აერთიანებს, წარმოდგენილია ქსელის სრული ასორტიმენტი, რომლის შეძენაც მომხმარებელს ადგილზე მიტანით ან შემნახველ ლოქერში დატოვების სერვისითაც შეუძლია. პლატფორმა ასევე აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რაც მომხმარებლებს ასორტიმენტის შერჩევის და ყიდვის პროცესს უმარტივებს.

PSP არის კომპანია, რომელსაც არა მხოლოდ მომხმარებლები ირჩევენ და ნდობას უცხადებენ მისი პროდუქციის ხარისხს, არამედ საერთაშორისო ექსპერტებისა და საზოგადოების გამოკითხვით, არაერთი პრიზი აქვს მიღებული საქართველოში და საერთაშორისო დაჯილდოებებზე, როგორიც არის Ad Black Sea, Stevie Awards, The One Show, The Clios, ADCE, Epica Awards, KIAF, Baku Flames. 2025-2026 წლებში PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ კამპანიებად იქცა.