შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, შსს-მ 1-ელ ოქტომბერს ე.წ რიყის დოქებთან აქციის ჩატარებაზე ნებართვა არ გასცა. პარტიის განცხადებით, ისინი მაინც შეიკრიბებიან.
ენმ აქციას საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან მე-5 წლისთავზე მართავს. პარტიის დროებითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აქციის ადგილს, რიყის დოქებს სიმბოლური დატვირთვა აქვს.
"რა ტექნიკური დაბრკოლებაც არ უნდა შეგვიქმნან, ჩვენ აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახების, გაძარცვის სიმბოლოდ. დღეს თაღლითობის, ძარცვის ჰაბად და ცენტრად აქცია ივანიშვილმა ეს ქვეყანა, რომელიც იყო წინსვლის, ევროპული ინტეგრაციის, კორუფციის და კრიმინალის დამარცხების სიმბოლო. რიყის დოქები იქნებოდა დღეს მოდერნიზებული, თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს და თბილისის სიმბოლო. ახლა არის გაპარტახებული და სამწუხაროდ, გაძარცული ქვეყნის სიმბოლო.
აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, აუცილებლად შევიკრიბებით 1-ელ ოქტომბერს 5 საათზე და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გაცნობიერებული აქვს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლების მნიშვნელობა, მის ისტორიულ წვლილი და ანტიქართული რეჟიმის მოშორების აუცილებლობა, კვლავინდებურად გეპატიჟებით," — განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, 13 ივლისს "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა. თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე არსებული ობიექტს შპს "რიყე დომ"-ის საკუთრებაშია. ირაკლი კობახიძის 2025 წლის 6 მაისის განკარგულების თანახმად, "რიყის დოქების" საპრივატიზაციო პირობების შესრულების მიზნით ადგილზე არანაკლებ 44 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. განკარგულებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ადგილზე უძრავი ქონების განვითარება უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2030 წლის 10 მაისისა, რაც მოიცავს სასტუმროს შექმნას, სამშენებლო სადემონტაჟო სამუშაოებს და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას.
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
"ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე "ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
კომენტარები