ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
ფოტო: Getty
ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, ქვეყანაში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო. ეს პირველი შემთხვევაა 2024 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, რომელიც 12 წლამდე ასაკის, უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის ევთანაზიას უშვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ორსულობის 26-ე კვირას დაიბადა, რამაც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია, მათ შორის თავის ტვინის დაზიანება და მრავალჯერადი ინფექციები, 4 თვის ასაკში კი — სეფსისის განვითარება. 8 თვის ასაკში მას ეპილეფსიის იშვიათი და მძიმე ფორმა — ინფანტილური სპაზმების სინდრომი (ასევე ცნობილი, როგორც ვესტის სინდრომი) და ცერებრული დამბლა დაუდგინდა. ამან ბავშვში ძილის დარღვევა, სუნთქვის პრობლემები, ხველის შეტევები და ყლაპვის დარღვევა გამოიწვია.
ანგარიშში ვკითხულობთ: "მოკლე სიცოცხლის განმავლობაში პაციენტში განვითარება ან გაუმჯობესება საერთოდ არ შეინიშნებოდა. 'ყველაფერი, რაც ადამიანად გვაქცევს' — მოტორული უნარები, ქცევა და პიროვნული თვისებები, მძიმედ იყო დაზიანებული და გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობდა. ყველა სამედიცინო თუ არასამედიცინო ჩარევის მიუხედავად, მშობლები და ექიმი ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ ხედავდნენ და ფიქრობდნენ, რომ ის გაუსაძლისად იტანჯებოდა".
ფოტო: Getty
სამომავლო პერსპექტივებისა და მკურნალობის ვარიანტების განხილვის შემდეგ, მშობლებმა ექიმს ბავშვის სიცოცხლის დასრულება სთხოვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ნიდერლანდებში 12 წლამდე ასაკის ადამიანმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა.
ნებაყოფლობითი ევთანაზია — როდესაც სამედიცინო პერსონალი ადამიანის სიცოცხლეს მისივე თხოვნით ასრულებს — ნიდერლანდებში 2002 წლის აპრილში გახდა ლეგალიზებული.
მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანებს ევთანაზიის მოთხოვნა 12 წლის ასაკიდან შეუძლიათ, იმ პირობით, თუ მათ უნარი შესწევთ შეაფასონ და გაიაზრონ, რა არის მათთვის საუკეთესო. 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, მშობლის ან მეურვის თანხმობა აუცილებელია. რაც შეეხება 16 ან 17 წლის მოზარდებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მშობლებთან ან მეურვეებთან კონსულტაციის გავლა სავალდებულოა, თუმცა მათი უშუალო თანხმობა აღარ მოითხოვება.
2024 წელს უკვე ნებადართული გახდა 12 წლამდე ასაკის ბავშვების ევთანაზიაც, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი განუკურნებელი სენით არის დაავადებული და იტანჯება ისე, რომ გაუმჯობესების პერსპექტივაც არ აქვს. ასეთ შემთხვევებში ბავშვის სიცოცხლის დასრულების გადაწყვეტილება ექიმსა და მშობლებს ერთობლივად შეუძლიათ მიიღონ.
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
კომენტარები