"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტმა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ პროცედურებს და დეტალურად განსაზღვრავს დარღვევის გამოვლენის, ჯარიმის დაკისრების, საურავის (მიუღებელი სარგებლის) დარიცხვის, გასაჩივრებისა და აღსრულების წესებს.
ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს, რომ საპენსიო სქემის მონაწილეთა კუთვნილი შენატანები მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე დროულად და სრულად აისახოს.
მნიშვნელოვანია, რომ კანონის ძირითადი ნაწილი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ცალკეული ნორმების ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება. კერძოდ, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ძალაში შედის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი მექანიზმები, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე რეაგირების განახლებული წესი და "მიუღებელი სარგებლის" დაკისრების პროცედურები. 2027 წლის 1 ივნისიდან კი ამოქმედდება განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის განწილვადების, ანუ ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი.
საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს ერთჯერად საშეღავათო ღონისძიებას, რომელიც "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონით განისაზღვრა. კერძოდ, დამსაქმებელი გათავისუფლდება 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებული და გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმისგან, რომელიც 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობას უკავშირდება, თუ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ საურავს (მიუღებელ სარგებელს).
დამსაქმებლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა 10-დღიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება. 2026 წლის 15 ოქტომბრიდან, თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და შესაბამის მიუღებელ სარგებელს, მისთვის ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება. ამავე ცვლილებებით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დადგინდა, ხოლო ჯარიმის ოდენობა შემცირდა და 300 ლარით განისაზღვრა.
ამოქმედდა საჩივრის წარდგენის ახალი წესიც. დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებსა და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს საჩივრის წარდგენა შეუძლიათ საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საჩივრის წარდგენა აჩერებს სადავო გადაწყვეტილების აღსრულებას, თუმცა არ აჩერებს მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვას. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში; ამასთან, სასამართლოსთვის პირდაპირ მიმართვა შესაძლებელია დავის ნებისმიერ ეტაპზე, დავების განხილვის სამსახურისთვის მიმართვამდეც.
კანონი ასევე ქმნის შესაძლებლობას, დამსაქმებელმა მოითხოვოს განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის განწილვადება და შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ვალდებულება ეტაპობრივად დაფაროს. მექანიზმი 2027 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება: შეთანხმებას დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე დებს დავების განხილვის სამსახური, ხოლო დებულებით დადგენილ ფარგლებზე მეტი ოდენობის შემთხვევაში — საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო.
ამოქმედდება ელექტრონული შეტყობინების დამატებითი მექანიზმიც. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მათ შესახებ ინფორმაცია დამსაქმებელს მოკლე ტექსტური და სხვა ელექტრონული შეტყობინებით ეცნობება. გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვლება ელექტრონულ სისტემაში მისი გაცნობისთანავე: თუ ადრესატი მას განთავსებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ გაეცნობა, ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მიღებული ცვლილებების მთავარი მიზანია საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვა, საპენსიო ანგარიშებზე კუთვნილი თანხების სრულად ასახვა და საპენსიო ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა.
ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
კომენტარები