3 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო რედისონში, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით Crossroad AI გაიმართება. ერთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გააერთიანებს ინჟინრებს, მკვლევრებსა და პროფესიონალებს, რომლებიც AI-ს რეალურ პროდუქტებში, ბიზნესპროცესებსა და ორგანიზაციებში ნერგავენ.

კონფერენციის პროგრამაში 20-ზე მეტი ქართველი და უცხოელი პროფესიონალია. საქართველოში პირველად კონფერენციაზე Anthropic-ის, ElevenLabs-ისა და Make-ის სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვდებით როგორც Google/Gemini-ის, YouTube-ის, Hugging Face-ისა და მაქს პლანკის ინსტიტუტის წარმომადგენლებს, ასევე ქართული ტექნოლოგიური და ბიზნესკომპანიების AI გუნდების ხელმძღვანელებს.

Crossroad AI-ს მთავარი თემა წელს იქნება ცოდნაზე დაფუძნებულ სამუშაოებზე AI-ს გავლენა — რა იცვლება ინჟინერიაში, დეველოპმენტში, კვლევაში, ციფრული პროდუქტების შექმნაში და როგორია წარმატებული AI ტრანსფორმაციის პროცესი.

სპიკერები ისაუბრებენ აგენტურ ინჟინერიაზე, ღია მოდელების გამოყენებაზე, სისტემების სანდოობის შეფასებაზე, ხმოვან AI-ზე, ორგანიზაციებში ტექნოლოგიის დანერგვასა და პროდუქტებისა და გუნდების მართვის ცვლილებებზე, რომლებიც AI-ს განვითარებას ახლავს თან.

გუგლის GenAI GTM ლიდი და AI ინჟინრები ისაუბრებენ AI აგენტებზე დაფუძნებული ორგანიზაციების განვითარებასა და ასეთი სისტემების რეალურ გარემოში დანერგვაზე; Anthropic-ის მკვლევარი ევჟენ ვიბიტული — მოდელების დამატებითი გაწვრთნის შესაძლო არასასურველ შედეგებზე; YouTube-ის პროდუქტის მენეჯერი კინგა აშბოთი განიხილავს, როგორ იცვლება პროდუქტის შექმნა მაშინ, როცა მისი ტექნიკურად აწყობა სულ უფრო მარტივი ხდება.

კონფერენცია ორ მთავარ მიმართულებას აერთიანებს. Builders განკუთვნილია ინჟინრებისთვის, მკვლევრებისთვის, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებისთვის, ხოლო Applied — პროდუქტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიური გუნდების ლიდერებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და ორგანიზაციებში დანერგვაზე მუშაობენ.

Crossroad AI საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ყველაზე მასშტაბური კონფერენციაა. GAIA-ს მიზანია, საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა ერთ სივრცეში მოაქციონ, რათა მონაწილეებმა გაიგონ, რა მუშაობს დღეს, სად ჩნდება რეალური სირთულეები და როგორ იცვლება ადამიანების სამუშაო AI-ის განვითარებასთან ერთად.

Crossroad AI კონფერენცია 3 ოქტომბერს გაიმართება. ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი, ხოლო პროგრამისა და სპიკერების შესახებ სრული ინფორმაცია კი ამ ბმულზეა განთავსებული.