ავიაკომპანია Red Wings რუსეთის რეგიონებსა და საქართველოს შორის ფრენების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ apsny.ge და "რადიო თავისუფლება" წერენ. გადამზიდველმა თბილისისკენ ფრენებზე დაშვება რუსეთის ექვსი ქალაქიდან მოითხოვა და ბათუმის მიმართულებით ფრენებზე ნებართვა კიდევ 17 ქალაქიდან მიიღო. დაგეგმილი სიხშირე კვირაში ორიდან სამ რეისამდეა.

რეისები თბილისის მიმართულებით:
Red Wings-მა თბილისისკენ ფრენების განხორციელებაზე დაშვება რუსეთის ექვსი ქალაქიდან მოითხოვა. ეს ქალაქებია:

ომსკი
ვოლგოგრადი
იჟევსკი
კრასნოიარსკი
სარატოვი
სურგუტი

ამ ეტაპზე საუბარია სწორედ ფრენების დაშვებაზე. ეს ნიშნავს, რომ გადამზიდველი აღნიშნული მიმართულებებით ფრენების შესრულების უფლებას იღებს, თუმცა დაშვება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თითოეულ მარშრუტზე ფრენები აუცილებლად დაიწყება.

რეისები ბათუმის მიმართულებით:

ბათუმის შემთხვევაში სია გაცილებით ფართოა. Red Wings-მა უკვე მიიღო ნებართვა რუსეთის 17 ქალაქიდან ფრენების შესასრულებლად:

ასტრახანი
ჩერეპოვეცი
ჩებოქსარი
ულიანოვსკი
სიქტივკარი
სურგუტი
სტავროპოლი
ორენბურგი
ომსკი
ნიჟნეკამსკი
კალინინგრადი
ირკუტსკი
იჟევსკი
ბარნაული
კრასნოიარსკი
ვოლგოგრადი
სარატოვი

დაგეგმილი სიხშირე, კონკრეტული მიმართულების მიხედვით, კვირაში 2-3 რეისია. ამასთან, განიხილება ეკატერინბურგი-ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობის გაზრდაც.

თუ პროგრამა განხორციელდა, აღნიშნული რეგიონების მცხოვრებლებს ბათუმში ჩასვლა მოსკოვში ან სხვა დიდ საავიაციო ჰაბში გადაჯდომის გარეშე ჩასვლა შეეძლებათ.

როგორც apsny.ge წერს, ბათუმისთვის ეს ნიშნავს პირდაპირი მიმართულებების ქსელის გაფართოებას ერთდროულად ციმბირის, ვოლგისპირეთის, რუსეთის სამხრეთისა და ჩრდილო-დასავლეთის რამდენიმე რეგიონიდან. ცალკეულ მიმართულებებზე უკვე სხვა ავიაკომპანიების კონკურენციაც არსებობს.


Red Wings-ის მიერ ფრენების გაზრდა რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე ხდება. ავიაკომპანიის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ამჟამად გადამზიდველი საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს რუსეთის 16 ქალაქიდან ასრულებს.

ამასთან, კომპანია მიმართულებას მხოლოდ ზაფხულის სეზონისთვის არ ავითარებს. 26 ოქტომბრიდან Red Wings-ის ზამთრის განრიგში ჟუკოვსკიდან თბილისის მიმართულებით ყოველდღიური რეისებია დაგეგმილი, ბათუმის მიმართულებით კი — სამშაბათს, პარასკევსა და კვირას.

ამჟამინდელი დაშვებები შესაძლოა რეგიონული მიმართულებების ქსელის შემდგომი გაფართოების საფუძველი გახდეს. თბილისზე საუბარია ექვს ახალ პოტენციურ მიმართულებაზე, ბათუმზე კი — 17-ზე, ამასთან, რუსული ქალაქების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მასშტაბური სწორედ ბათუმის პროგრამაა.