კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს.

ადგილობრივებზე დაყრდნობით რეგიონული მედია წერს, რომ გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ამის შემდეგ გოგო თბილისიდან კახეთში, ბიჭთან შესახვედრად ჩავიდა. მოგვიანებით, გოგოს დედამ სამართალდამცველებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი შშმ პირი შვილი გააუპატიურეს.

საქმეზე სასამართლომ 27 სექტემბერს იმსჯელა და აღკვეთის ღონისძიების სახით, ახალგაზრდა კაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობას.

დაკავებულის მამა აცხადებს, რომ მისი შვილიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, თუმცა შესაბამისი სტატუსი არ აქვს.

საქმეზე გამოძიება 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.