DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
მოსკოვი სომხეთისთვის გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტით იმ შემთხვევაში იმუქრება, თუ ერევანი რუსეთის ოთხ პოლიტიკურ მოთხოვნას არ შეასრულებს. ამის შესახებ სომხურ გაზეთ Hraparak-ზე დაყრდნობით DW წერს.
ამჟამად გაზის მიწოდება დროებით შეჩერებულია გეგმური რემონტის გამო, ხოლო შიდა მოთხოვნა საცავებში არსებული მარაგებით იფარება. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს შესაძლოა მოხდეს დიდი "ავარია" ან შეიქმნას ფორსმაჟორული ვითარება, რის შემდეგაც გაზის მიწოდება აღარ აღდგება.
სომხური მედია წერს, რომ მოსკოვი მზად არის, ასეთი სცენარი თავიდან აიცილოს, თუ ერევანი უარს იტყვის გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის შემდგომ ბედზე მსჯელობასა და რუსული კაპიტალის მქონე კომპანიების წინააღმდეგ მოქმედებებზე. მათ შორის სახელდება "სამხრეთ კავკასიის რკინიგზა" და "გაზპრომი".
მოსკოვი ერევანს ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანის გაკეთებას სთხოვს
DW წერს, რომ მოსკოვის კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ სომხეთმა არჩევანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის გააკეთოს. კერძოდ, ერევანმა ან უნდა გააუქმოს კანონი, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს, ან ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თარიღი განსაზღვროს.
გარდა ამისა, მოსკოვი, სავარაუდოდ, მოითხოვს პრორუსი პოლიტიკოსების სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას და ვიცეპრემიერად ისეთი კანდიდატის დანიშვნას, რომელიც კრემლისთვის მისაღები იქნება.
ერევანი რუსული გაზის ალტერნატივებს ეძებს
სომხეთი კვლავ თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსული გაზის მიწოდებაზე. 2025 წელს "გაზპრომმა" სომხეთში დაახლოებით 2,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა.
ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ერევნისთვის შეღავათიანი ფასი 1 000 კუბურ მეტრ გაზზე 177 დოლარს შეადგენს. კრემლში ასევე აცხადებდნენ, რომ სომხეთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შემთხვევაში გაზის ფასი საბაზრო გახდება.
16 სექტემბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ქვეყანას რუსული გაზის ჩანაცვლება აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ირანიდან შესყიდვებით შეუძლია. რუსეთის გაზის უფრო დაბალ ფასზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ საწვავი "პოლიტიკურ ვალუტად გამოიყენება". "ვინ თქვა, რომ გაზის ფასი მხოლოდ დოლარებში იზომება?" — განაცხადა სიმონიანმა.
ნიკოლ ფაშინიანს მანამდე არაერთხელ უთქვამს, რომ გაზის ფასზე მოსკოვის გადაწყვეტილებების მიუხედავად, სომხეთი მიწოდების სხვა წყაროებს ეძებს.
რა გავლენა ექნება სომხეთისთვის გაზის შეწყვეტას საქართველოზე?
როგორც "ნეტგაზეთი" წერს, რუსეთიდან სომხეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა საქართველოსაც დააზარალებს, რადგან სომხეთი რუსულ გაზს საქართველოზე გამავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით იღებს. გამოცემა წერს, რომ საქართველო ამ ტრანზიტიდან ფინანსურ სარგებელს იღებს, თუმცა ხელშეკრულების პირობები გასაიდუმლოებულია და ზუსტად უცნობია, რა მოცულობის შემოსავალს დაკარგავს ქვეყანა გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შემთხვევაში. გარდა ამისა, თავად გაზსადენი საქართველოს საკუთრებაა და მის შენახვისა და ფუნქციონირების ხარჯებს საქართველო ფარავს. შესაბამისად, სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ტრანზიტიდან მიღებულ სარგებელს, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები