უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მიიღებს. ამ საკითხზე დონალდ ტრამპმა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზელენსკის თქმით, ლიცენზიების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტთან მისი ბოლო შეხვედრის დროს განიხილეს. უკრაინის ლიდერის განცხადებით, მხარეებს შორის კონკრეტული შეთანხმებები არსებობს.

"ტრამპმა ამას ჩემთან ბოლო შეხვედრისას გაუსვა ხაზი. არსებობს კონკრეტული შეთანხმებები და პროგრესი", — განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ აშშ-ის ლიდერმა დაადასტურა მისი საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის შესაბამისი ლიცენზიების მინიჭების შესახებ.