2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა — მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი აგვისტოს მდგომარეობით 8.14 მლრდ აშშ დოლარს აღწევს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, აგვისტოში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 555.6 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3,122.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი — Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $86.6 მლნ;

თებერვალი — Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $429.3 მლნ;

მარტი — Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $16.2 მლნ;

აპრილი — Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $333.3 მლნ;

მაისი — Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $632.9 მლნ;

ივნისი — Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $612.6 მლნ;

ივლისი — Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $488.2 მლნ;

აგვისტო — Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $555.6 მლნ;

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 26 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.