"ჩვენ სომხეთს ევროკავშირთან ვაახლოებთ და ამავდროულად ვმუშაობთ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის", — ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე დაწერა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და სომხეთის პარტნიორობა სწრაფად, წინ და უფრო ძლიერად ვითარდება, ვიდრე ოდესმე.

"ჩვენ სომხეთს ევროკავშირთან ვაახლოებთ და ამავდროულად ვმუშაობთ მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის.

ჩვენი 200 მილიონიანი დაკავშირებადობის პაკეტით გზებსა და ხიდებს ვაშენებთ.

ხოლო ჩვენი მშვიდობის ხელშემწყობი ინვესტიციებით — ხიდებს ადამიანებს შორის.

ჩვენი ავტონომიური სავაჭრო ზომები ახალ შესაძლებლობებს გახსნის.

სომხეთის ექსპორტის 80% ევროკავშირის ბაზარზე უკვე საბაჟო გადასახადისგან თავისუფალია.

ველოდებით, რომ ევროკავშირის კანონმდებლები ამ ზომებს ხვალვე, სარეკორდო დროში საბოლოოდ დაამტკიცებენ!

და ბოლოს, ჩვენ ვაძლიერებთ ენერგოუსაფრთხოებას.

ასე რომ ევროკავშირისა და სომხეთის პარტნიორობა სწრაფად, წინ და უფრო ძლიერად ვითარდება, ვიდრე ოდესმე", — დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.