ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უსაფრთხოების ნორმების გამო ჩაშლილი გორის ფესტივალის შესახებ ევროკავშირის განცხადებას ეხმაურება.
პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა "პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა საქართველოს მოქალაქეები" და პასუხი მხოლოდ "საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებლის", მუსიკოს Kordz-ის განცხადებას გასცა.
"ერთი კვირის განმავლობაში, რაც ცნობილი გახდა, რომ ტარდებოდა კონცერტი, სადაც ევროკავშირი ფულს უხდის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს — ერთი კვირაა საზოგადოება ამ კითხვებზე პასუხს ელის, მედია მიმართავდა ევროკავშირს და პაველ ჰერჩინსკი ამაზე დუმდა. მან პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა მილიონ 200 ათასი საქართველოს მოქალაქე.
თუმცა, აი ამ ქართველი ხალხის მაგინებლის ერთ პოსტს განცხადებით გამოეხმაურა. ესეც ხომ აჩვენებს სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც პასუხის ღირსადაც არ თვლის ქართველებს და, აი, ამ Kordz-ის ერთ ინსტაგრამ-პოსტს ეგრევე ბოდიშებით გამოეხმაურა," — განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის კრიტიკა გამოიწვია, ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში ფრაზამ: "ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა". მისი თქმით, ეს "დაცინვაა".
"[ევროკავშირს განცხადების] ბოლო წინადადება დაცინვაა, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება და რომ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას უფრთხილდებიან. ანუ პაველ ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ მოსახლეობის უმეტესობისთვის საჯაროდ დედის გინება არის ქართული კულტურული მემკვიდრეობა.
გვეუბნება, რომ მონის წოდება არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. პაველ ჰერჩინსკის თუ ფაშისტები ვგონივართ ქართველები — მაშინ მართლა ვერაფერი ვერ გაუგია ამ ადამიანს. თუ მისი სტანდარტი არის, რომ დედის გინება არის გამოხატვის თავისუფლება, მივიღებთ ამას მხედველობაში.
ეს განცხადება, რაც დადო ევროკავშირის საელჩომ, არის პირდაპირი წაქეზება სიძულვილის. იმედგაცრუებული ვარ პაველ ჰერჩინსკის ამ ქცევის გამო, რომლითაც ქართველ ხალხს გვაჩვენა, როგორ განგვიხილავს ჩვენ. მერე გამოდის და დამტვრეული ქართულით რაღაცებს ლაპარაკობს. ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ქართველ ხალხს," — ამბობს პაპუაშვილი.
დანიის კულტურის ინსტიტუტმა გუშინ, 23 სექტემბერს, 26 სექტემბერს გორში დაგეგმილი "კამარა ფესტივალი" უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გააუქმა. ღონისძიება შემოქმედებით ვორქშოპებს, საჯარო საუბრებს და მუსიკას აერთიანებს და ის ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ს უნდა დაეხურა.
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
კომენტარები