ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა აქტივისტმა ნატა ფერაძემ 18 სექტემბერს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ ბერლინში, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მისი თქმით, მიღებულ წერილში მითითებული იყო პოსტის გამოქვეყნების დრო, მაგრამ არ ეწერა ვინ შეიტანა საჩივარი.
ფერაძე ამბობს, რომ საჩივრის ავტორი ბერლინში მცხოვრები, მისი შეფასებით, "ჩანერგილი საკმაოდ დიდ აუდიტორიიანი ქოცი".
ფოტო: ნატა ფერაძე
მალევე გაირკვა, რომ ფერაძის წინააღმდეგ ფეისბუქ-პოსტის გამო საჩივარი სატირული Facebook-გვერდის "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა, ასევე ბერლინში მცხოვრებმა გიორგი ჩუბინიძემ შეიტანა.
მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნატა ფერაძის მიერ მის მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, გერმანიაში შესაბამის ორგანოს მიმართა. მისი განმარტებით, საქმის გასაჯაროებას არ აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, თემამ საქართველოში პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა.
ჩუბინიძე აღნიშნავს, რომ ფერაძე დამნაშავედ ცნობილი არ არის და საბოლოო გადაწყვეტილება გერმანიის შესაბამისმა ორგანომ უნდა მიიღოს. მისივე თქმით, კრიტიკისა და სამართლებრივად რელევანტური შეურაცხყოფის ზღვარს თავად არ ადგენს და გადაწყვეტილებას სამართლებრივ სისტემას ანდობს.
"საქმე მარტივია: რამდენიმე კვირის წინ ნატა ფერაძემ საჯაროდ გამოაქვეყნა ჩემი სახელი, ფოტო და პროფილი და ჩემ მიმართ გამოიყენა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ამის შემდეგ მე მივმართე არა ქართულ ხელისუფლებას, მედიას ან პოლიტიკოსებს, არამედ იმ ქვეყნის შესაბამის ინსტიტუტს, სადაც ვცხოვრობ.
გერმანიაში შეურაცხყოფა შეიძლება სისხლის სამართლის საკითხი იყოს და ამას გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს.
ეს არ ნიშნავს, რომ ნატა ფერაძე დამნაშავედ არის ცნობილი. მას აქვს ადვოკატის, დაცვისა და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის სრული უფლება. თუ შესაბამისი გერმანული ორგანო დაადგენს, რომ კანონი არ დარღვეულა, ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებ", — წერს ჩუბინიძე.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი?
16 აგვისტოთი დათარიღებულ პოსტში ფერაძე ფერაძე აკრიტიკებს გიორგი ჩუბინიძეს და მის პოლიტიკურ პოზიციას, მათ შორის 2012 წლიდან ქართული ოცნების გაძლიერებაში მონაწილეობას აბრალებს და შეურაცხმყოფელ და უცენზურო ეპითეტებს — “*ლეები”, “ქვეშა*ვია” იყენებს.
პროპაგანდისტული ტელევიზიები და შალვა პაპუაშვილის კომენტარი
მას შემდეგ რაც ნატა ფერაძემ ბერლინში მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა, "იმედმა" და "პოსტივიმ" "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინის "გაშავება დაიწყეს". მათ თავიანთ სოციალურ პლატფორმებზე იდენტური შინაარსის ე.წ. ქარდები გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ:
"ფეისბუქ გვერდის — "ხაშურის მუნიციპალიტეტის" მფლობელი გერმანიაში მცხოვრები გიორგი ჩუბინიძეა. აღნიშნული გვერდი სისტემატურად ეწევა ადამიანების გაშავების, ბულინგისა და შეურაცხყოფის კამპანიას".
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ასევე სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზია "რუსთავი 2"-ის ქარდი გააზიარა და დაწერა, რომ ნატა ფერაძე "რეჟიმისგან" გაქცევის შემდეგ პირდაპირ "დიქტატურაში" აღმოჩნდა.
"რეჟიმისგან" გაქცეული პირდაპირ "დიქტატურაში" აღმოჩენილა.
რა ბედისწერაა, რომ სოცმედიაში შეურაცხყოფის დასჯადობის დაუშვებლობაზე წარმოებული ენჯეოპროპაგანდა, ასე ლამაზად, მათივე ხელით დაიმსხვრა”, — დაწერა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილს მოგვიანებით ნატა ფერაძემ უპასუხა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "დიქტატურა კი არა, დემოკრატიის აკვანშია და ერთი წამი არ ღელავს".
"აქაც მურუსიძე და მილდენბერგერი კი არ გამასამართლებენ, თუ საერთოდ მიიღებს სასამართლო განხილვაში. დიახ, ასეა, ნებისმიერს შეუძლია იჩივლოს და მიიღოს სამართლიანი სასამართლო", — წერს ფერაძე.
როგორ ისჯება საქართველოში სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა?
2026 წლის 1 ივნისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედდა "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო", რომელსაც საზოგადოებაში არაფორმალურად "სქროლვა-სქრინვის სააგენტოს" უწოდებენ — მისი ფუნქციაა სოციალურ ქსელებსა და მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებების მონიტორინგი და შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა.
სოციალურ ქსელში შეურაცხყოფაზე სანქცია შეიძლება იყოს რამდენიმე ათასი ლარი ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით — ამასთან, ბოლოდროინდელი ცვლილებით, ჯარიმის გადაუხდელობა ავტომატურად პატიმრობით შეიცვლება. სამმართველომ ფუნქციონირების პირველ თვეში (1 ივნისი-1 ივლისი) 170 სავარაუდო სამართალდარღვევა გამოავლინა, ხოლო აგვისტოსთვის ეს რიცხვი თითქმის 300-ს მიუახლოვდა.
როგორ ისჯება გერმანიაში სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა?
გერმანიაში საკითხს სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს და ითვალისწინებს პატიმრობას 1 წლამდე ვადით ან ფულად ჯარიმას, ხოლო თუ შეურაცხყოფა საჯაროდ, შეკრებაზე ან გავრცელებული კონტენტის (მათ შორის სოციალურ ქსელში პოსტის) მეშვეობით განხორციელდა — პატიმრობას 2 წლამდე ვადით.
2021 წლის 30 მარტს მიღებულმა და 1 ივლისიდან ამოქმედებული კანონის თანახმად — "ექსტრემიზმისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის კიდევ უფრო მკაცრად სჯიან — სანქცია 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები