საქართველოსა და ნაურუს (ნაოერო) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

განკარგულება საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ დღეს გამოსცა.